Publish0x Banner

კრიპტოს გამომუშავება სტატიების კითხვით (ETH, FARM, AMPL)

 

ამ სტატიაში ვნახავთ, თუ როგორ გამოვიმუშავოთ სამი კრიპტო ვალუტა: ეთერიუმი (ETH), ამპლფორსი (AMPL) და ჰარვესტ ფაინანსი (FARM) უმარტივესად, სტატიების კითხვით Publish0x-ზე.

რა არის Publish0x?

Publish0x არის ძალიან კარგი და მაღალი დონის, ბლოგის ტიპის სიახლეების საიტი. სადაც ძირითადად კრიპტოზე და ტექ სფეროზე ორიენტირებული სიახლეები და სტატიები იწერება. იგი არის ე.წ. Community Powered – ანუ სხვადასხვა პროფესიონალი და მოყვარული მწერლები წერენ სტატიებს აქ. ისევე როგორც არაერთი კრიპტო პროექტის ოფიციალური წარმომადგენელი. მათი უმეტესობა არის კრიპტო ენთუზიასტი. პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ამ საიტს როგორც კრიპტოს სფეროში ინფორმაციის მისაღებ წყაროდ ვუწევ ძალიან დიდ რეკომენდაციას. ამასთანავე შეგვიძლია მცირეოდენი კრიპტოს გამომუშავება, უმარტივესად! no brainer, its a win-win 🙂

როგორ გამოვიმუშავოთ კრიპტო Publish0x-ზე? 

როგორც მწერალს, ასევე მკითხველს შეუძლია კრიპტოს გამომუშავება. ამ სტატიაში განვიხილავთ მკითხველის პერსპექტივიდან, რადგან ეს გაცილებით მარტივია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მწერლის სტატუტის მიღება საკმაოდ რთულია.

პირველ რიგში, საჭიროა რეგისტრაციის გავლა. გთხოვთ გამოიყენეთ ეს ლინკი: რეგისტრაცია. ეს არის ჩემი სარეფერალო ლინკი, მისი გამოყენებით თქვენ არაფერი დაგაკლდებათ, მე კი პატარა სარგებელს ვნახავ, დიდი მადლობა წინასწარ.

რეგისტრაცია ძალიან მარტივი და სტანდარტულია. შეგიძლიათ როგორც ფეისბუქით, ასევე ტვიტერით ან იმეილით დარეგისტრირდეთ.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ეწვიეთ მთავარ გვერდს და გახსენით ნებისმიერი სტატია, რომელიც დაგაინტერესებთ. იმედია ზოგადად სტატიებს წაიკითხავთ, მაგრამ ამჟამად “ჩამოსქროლეთ” სტატიის ბოლოში, სადაც ნახავთ “TIP” სექციას. იხილეთ სურათი:

Publish0x Tipping Section

სადაც შეგვიძლია სტატიის ავტორს და საკუთარ თავს მივცეთ პატარა “tip”, ამ სამიდან რომელიმე კრიპტო ვალუტაში: Ethereum, Ampleforth, Farm (თუ რომელი კოინი შეგხვდებათ, ეს რანდომიზირებულია). ეს თიფი მოდის არა ჩვენი არამედ Publish0x-ის “ჯიბიდან”! პრინციპი შემდეგნაირია: Publish0x იღებს მათი შემოსავლის გარკვეულ პროცენტს და დებს ამ თიფინგის პულში, სადაც მკითხვებელი მწერლებს უტოვებენ თიფს – უფასოდ 🙂

აღნიშნული სლაიდერით შეგვიძლია გადავწყვიტოთ, თუ როგორ გვინდა ჩვენი “tip” გადავანაწილოთ პროცენტულად. საკუთარი თავს მაქსიმუმ 80% შეგვიძლია მივცეთ, ხოლო ავტორს მაქსიმუმ 100%. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად მწერლები გაცილებით მეტს გამოიმუშავებენ, ალბათ არ იქნება უსამართლო თუ საკუთარ თავს 80%-ს დავუტოვებთ 🙂 თუ რა ღირებულების კოინს შეიცავს ერთი თიფი, ეს არ არის ფიქსირებული და შეიძლება ზოგჯერ მეტი იყოს, ზოგჯერ ნაკლები. ეს დამოკიდებულია საიტის შემოსავალზე, კოინის ფასზე და ა.შ. საშუალოდ კი თითო თიფი რამდენიმე ცენტია (0.03-0.05$). ანუ დავაყენებთ სლაიდერს სასურველ მაჩვენებელზე და დავაჭერთ “TIP” ღილაკს. ეს ავტომატურად დაგვირიცხავს ჩვენს წილ კრიპტო ვალუტას ანგარიშზე. ბალანსის შემოწმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაშბორდში (მარჯვენა ზედა კუთხეში იხილავთ თქვენს სახელს/მართვის პანელს).

თიფის ლიმიტი

რა თქმა უნდა ლიმიტის გარეშე ეს სისტემა ვერ იარსებებდა. თიფებს შორის არის 10 წუთიანი ინტერვალი, ხოლო 15 საათიან ინტერვალში მაქსიმუმ 15 თიფის გაკეთების უფლება გაქვთ.

კრიპტოს გამოტანა

კრიპტოს გამოსატანად, აუცილებელია მიუთითოთ თქვენი საფულის მისამართი. ამ ფუნქციას Settings->Wallets განყოფილებაში თქვენი დაშბორდიდან. შეავსეთ სამივე კოინის მისამართი და დაადასტურეთ. გაითვალისწინეთ, რომ პირდაპირ სავაჟრო ბირჟებზე გატანა შეუძლებელია, თვითონ საიტი არ მოგცემთ ბირჟის მისამართის ჩაწერის საშუალებას. აუცილებელია მისამართი იყოს ე.წ. non-custodial საფულის. მაგალითად: Trust Wallet, Metamask და ა.შ.

მინიმალური გამოსატანია 2$-ის ექვივალენტი თითოეულ კოინში. დეტალური ინფორმაციას თუ როდის ხდება გადარიცხვები და ასევე ინსტრუქციები იხილავთ დაშბორდიდან Payments განყოფილებაში.

სარეფერალო სისტემა

დამატებითი კრიპტოს გამომუშავება შესაძლებელია Ambassador Program-ის საშუალებით, ამ ფუნქციასაც იხილავთ დაშბორდში. სარეფერალო ბონუსია რეფერალის გამომუშავებულის 5%. ამით რა თქმა უნდა რეფერალს არაფერი არ აკლდება. ამ 5%-ს Publish0x იხდის საკუთარი ფინანსებიდან.

Happy Tipping!

Questions?


გამოიმუშავეთ PRE კრიპტო ვალუტა Presearch საძიებო სისტემით

გამოიმუშავეთ BAT კრიპტო ვალუტა Brave ბრაუზერით

გამოიმუშავეთ ბიტკოინი Cryptotab ბრაუზერით

გამოიმუშავეთ BTT კრიპტო ვალუტა ტორენტის საშუალებით

1INCH ეარდროფი – მარტივი Learn & Earn აქცია კოინმარკეტკაპისაგან

 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *