brave logo

გამოიმუშავეთ BAT კრიპტო ვალუტა Brave ბრაუზერის მეშვეობით

 

Brave ბრაუზერი რამდენიმე მიზეზის გამო ჩემი საყვარელია ბრაუზერია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი საშუალებით შეგვიძლია BAT (Basic Attention Token) კრიპტო ვალუტის პასიურად გამომუშავება.

რა არის BAT?

BAT (Basic Attention Token) არის ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძვნებული ERC-20 ტოკენი, რომელზეც არის Brave ბრაუზერის დიგიტალური მარკეტინგი აგებული. 1 BAT ამ სტატიის დაწერის დროს (24.01.2020) ღირს $0.31. დამატებითი ინფორმაციისათვის BAT-ის შესახებ, ეწვიეთ მის Coingecko გვერდს.

როგორ გამოვიმუშავოთ BAT კრიპტო ვალუტა Brave ბრაუზერის მეშვეობით? პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Brave არის ქრომიუმზე დაფუძვნებული ბრაუზერი და აქედან გამომდინარე აქვს ყველა Google Chrome-ის ფუნქცია, მაგ Chrome Store-ის ყველა პროდუქტის დაინსტალირება და გამოყენება შეგვიძლია Brave-ის ბრაუზერშიც. ასევე ის იცავს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას, გვიცავს თრაქერებისა და არასასურველი რეკლამებისაგან. რაც ასევე ზოგავს მობილურ ინტერნეტს და ასწრაფებს ბრაუზინგს. ასევე Brave-ს მოყვება Private Window with Tor, ანუ მასში არის ტორის ტექნოლოგია ჩაშენებული, რითაც კიდევ უფრო დაცულად შეგვიძლია ბრაუზინგი საჭიროების შემთხვევაში.

brave browser features

 

BAT-ის გამომუშავება კი შემდეგნაირად შეგიძლიათ:

ყველა ნაბიჯი (გარდა გადმოწერისა და ინსტალაციისა) არის ასევე სურათის მეშვეობით ნაჩვებები ტექსტის ქვემოთ, დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ იუთუბის ვიდეო.

Brave ბრაუზერს აქვს როგორც დესკტოპის, ასევე Android-ისა და iOS-ის აპლიკაციები, ქვემოთ განხილულია დესკტოპის ვერსია, მაგრამ მობილურის ვერსიებზე ყველაფერი მსგავსად მუშაობს.

  1. გადმოწერეთ Brave ბრაუზერი ოფიციალური საიტიდან (windows, linux, macos) და დააინსტალირეთ: https://brave.com/download/
  2. გახსენით ბრაუზერი და დააკლიკეთ ზედა მარჯვენა კუთხეში წითელ სამკუთხედს (BAT-ის ლოგო), შემდეგ დააკლიკეთ “Rewards Settings” და ჩართეთ “Ads” ფუნქცია.
  3. “Ads” ფუნქციის გვერდით დააკლიკეთ “Ads Settings” ღილაკს და “Maximum number of ads displayed” აირჩიეთ “5 ads per hour” მაქსიმალური შემოსავლისათვის. ასევე გათიშეთ “Auto-Contribute” ფუნქცია იგივე გვერდზე.

ამ ნაბიჯების გავლის შემდეგ, ხანდახან მოგივათ რეკლამა Brave-ისგან შემდეგი სახით (ეს არის დესკტოპის ვერსიის მაგალითი, მობილურის ვერსიაზე მოგივათ ჩვეულებრივი შეტყობინების სახით):

brave-desktop-ad-example

არ არის აუცილებელი, რომ დავაჭიროთ რეკლამას, შეგვიძლია ეს უბრალოდ დავხუროთ (“Close”) და ეს მაინც გამოიმუშავებს BAT-ს ჩვენთვის. თუ რეკლამამ დაგაინტერესათ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ უბრალოდ მას დააჭიროთ და გაიხსნება რეკლამა ბრაუზერში. ძირითადად იხილავთ კრიპტო და ტექ სფეროზე ორიენტირებულ და ზოგჯერ ძალიან საინტერესო რეკლამებსა და შემოთავაზებებს, მე მაგალითად ხშირად მომდის რეკლამები შემდეგი კომპანიებისაგან: Etoro, ProtonVPN, ProtonMail, Crypto.Com, Brave/BAT და ა.შ.

სად გვერიცხება BAT?

ყოველი რეკლამიდან გამომუშავებული BAT დაგერიცხებათ Brave-ში ჩაშენებულ კრიპტო საფულეში, რომლის ნახვაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ბრაუზერში ახალი ფანჯრის გახსნის მეშვეობით:

brave bat balance example

BAT-ის საკუთარ საფულეზე გამოსატანად აუცილებელია შევქმნათ Uphold კრიპტო ვალუტის ანგარიში. სამწუხაროდ Brave სხვა საფულეზე არ იხდის, მხოლოდ Uphold-ზე. მაგრამ ეს არ არის პრობლემა, რადგან Uphold ისედაც კარგი კრიპტო საფულეა. ანგარიშის გასახსნელად ეწვიეთ Uphold-ის სარეგისტრაციო გვერდს: https://wallet.uphold.com/signup დარეგისტრირდეთ და გაიაროთ ვერიფიკაცია. (საჭიროა პირადობის დამადასტურებელი საბუთი და სელფი). Uphold-ს აქვს როგორც Android-ის ასევე iOS-ის აპლიკაცია.

Uphold-ის ანგარიშის გახსნისადა და ვერიფიკაციის შემდეგ უნდა დაუკავშიროთ ეს ანგარიში თქვენ Brave ბრაუზერს. ეს ხდება შემდეგნაირად, Brave-ში გახსენით ახალი ფანჯარა და დააკლიკეთ BAT-ის ლოგოს, ზედა მარჯვენა კუთხეში (როგორც ზემოთ ნაბიჯი 2), შემდეგ დააჭირეთ “Verify Wallet” ღილაკს.

ეს გახსნის ახლა პატარა ფანჯარას, რომელიც გეტყვით, რომ Uphold-ის ანგარიშის გახსნსა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ მინიმუმ 25 BAT გაქვთ უკვე გამომუშავებული, ან თუ უკვე გაქვთ ვერიფიცრებული Uphold-ის ანგარიში, შეგიძლიათ პირდაპირ შეხვიდეთ, თუ თქვენ უკვე გაიარეთ ზემოთხსენებული ნაბიჯი და შექმენით Uphold-ის ანგარიში, თავისი ვერიფიცაკიით, შეგიძლიათ დააჭიროთ “Login” ღილაკს (თუ არადა შეგიძლიათ მოიცადოთ სანამ 25 BAT-ზე ახვალთ და შემდეგ შექმნათ ანგარიში პირდაპირ Brave-იდან).

Uphold ანგარიშის მონაცემების შეყვანის შემდეგ უკვე დაუკავშირდება მას Brave ბრაუზერი და გამომუშავებული BAT ყოველთვიურად Uphold-ის ანგარიშზე დაგერიცხებათ. აქედან უკვე BAT-ის უტილიზაციის ბევრი გზა არსებობს:

მაგალითები:

  1. შეინახეთ BAT მომავლისათვის (HOLD)
  2. მიაბით Uphold-ს ბანკის ანგარიში და “გაანაღდეთ” BAT.
  3. შეგიძლიათ გადაცვალოთ BAT სხვადასხვა სასაჩუქრო ბარათებში. ამისათვის საჭიროა ეწვიოთ “Integrations” განყოფილებას თქვენს Uphold-ის ანგარიშზე და დაუკავშირდეთ “TAP Reward” სერვისს, ასევე “Integrations” განყოფილებაში ნახავთ ბევრ სხვადასხვა სერვისს რაც იძლევა BAT-ის უტილიზაციის საშუალებას.
  4. გამოიყენეთ BAT საყვარელი სერვისებისა და ინტერნეტ შემოქმედების დონაციისათვის, დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვით BAT-ის ვებ გვერდს.

იხილეთ ჩემი Uphold-ის ანგარიში, რომ დარწმუნდეთ ეს ნამდვილად იხდის 🙂

გთხოვთ გაითვალისწინეთ

Brave ბრაუზერს არ აქვს ელექტრონული ფოსტის ანგარიშზე სინქრონიზაციის ფუნქცია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ შემთხვევით წაშალეთ Brave, ან გაგიფუჭდათ კომპიუტერი თქვენი Bookmark-ები და ასევე მიმდინარე თვის გამომუშავებული BAT დაგეკარგებათ (ეს არ რა თქმა უნდ არ ეხება უკვე Uphold-ის საფულეზე დარიცხულ BAT-ს, ეს ეხება მხოლოდ მიმდინარე თვის, ჯერ არ ჩარიცხულ BAT-ს).

გისურვებთ წარმატებებს BAT-ის გამომუშავებაში!

 

ყურადღება:
ამ საიტზე გამოქვეყნებული ყველა მასალა არის ყველა ადამიანისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი და მის განვითარებაში უამრავი დრო და ენერგია მაქვს ჩადებული. გთხოვთ ეცით ამას პატივი და გაითვალისწინეთ, რომ ამ საიტზე განთავსებული ყველა მასალა ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე! ითხოვეთ ნებართვა თუ რაიმე მასალის გამოყენება გსურთ! წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევი პირი მიეცემა პასუხისმგებლობაში და დაზარალდება მატერიალურად.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *