ვიდეო ბარათებით კრიპტო მაინინგი
ამ სტატიაში განვიხილავთ ვიდეო ბარათებით კრიპტო მაინინგისათვის საჭირო ჰარდვეარს, ასევე თუ როგორ ავაწყოთ იგი ვიდეო ტუტორიალის ფორმატში.
ჰარდვეარი იქნება დაყოფილი სამ კატეგორიად:
აუცილებელი
ძალიან სასურველი / ხშირად აუცილებელი
სასურველი
აუცილებელია გავითვალისწინოთ ის, რომ მაინერი ან ე.წ. რიგი არის უბრალოდ ჩვეულებრივი კომპიუტერი, რომელზეც როგორც წესი რამდენიმე ვიდეო ბარათს (GPU-ს) ვაყენებთ, რაც უკვე მაინინგს აკეთებს.
დავიწყოთ აუცილებელი ჰარდვეარით / კომპონენტებით.
GPU მაინინგისათვის აუცილებლად გვჭირდება შემდეგი კომპონენტები:
Motherboard – დედა დაფა
CPU – პროცესორი
RAM – ოპერაციული მეხსიერება
Hard Drive – მყარი დისკი
Power Supply Unit (PSU) – კვების ბლოკი
Operating System – ოპერატიული სისტემა
Graphics card(s) (GPU) – ვიდეო ბარათ(ებ)ი
Motherboards – დედა დაფები
ჩემი აზრით ნებისმიერი მაინინგ რიგის დაგეგმვა იწყება დედა დაფით. ეს არის ვიდეო ბარათების შემდეგ ყველაზე მნიშნველოვანი კომპონენტი რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
რატომ?
ვიდეო ბარათები დედა დაფასთან და შესაბამისთან რიგთან კავშირისათვის იყენებს ე.წ. PCIE სლოტებს. თუ რამდენიმე ვიდეო ბარათის დამატება შეგვიძლია რიგზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი PCIE სლოტი გააჩნია დედა დაფას.
რაც მეტი ვიდეო ბარათი ერთ რიგზე – მით უკეთესი და მით უფრო დიდი შემოსავალი ჩვენთვის 🙂
როგორც წესი (გეიმინგ) კომპიუტერზე ერთ ან ორზე მეტი ვიდეო ბარათი არასოდეს არ დაგვჭირდება. შესაბამისად უმრავლესობა დედა დაფებს აქვს მხოლოდ 2-3 PCIE სლოტი. მაგრამ პროფიტული მაინინგისათვის ერთ სისტემაზე 2-3 ვიდეო ბარათი არაა საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ დამწყები მაინერისათვის რეკომენდირებულია მხოლოდ 1-2 ბარათით დაიწყოს მაინინგის პროექტი, საჭიროა ასევე დავიტოვოთ იმის შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში დავამატოთ რამდენიმე ვიდეო ბარათი მომავალში. ამისათვის გვჭირდება დამატებითი PCIE სლოტები დედა დაფაზე.
ანუ მთავარი დეტალი, რაც უნდა გავითვალისწნოთ დედა დაფის არჩევის დროს არის ის, თუ რამდენი PCIE სლოტი გააჩნია მას.
PCIE სლოტები მოდის სხვადასხვა ზომებში, ე.წ. “სრული ზომა” ანუ 16x. ეს არის ის ზომა სადაც ვიდეო ბარათი პირდაპირ ერთდება.
ასევე არსებობს “პატარა ზომის” სლოტები, ე.წ. 1x. ეს არის ასევე PCIE სლოტი, მაგრამ ვიდეო ბარათი მასში პირდაპირ ვერ ჩაჯდება, რადგან მას სრული ზომის 16x კავშირი სჭირდება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ იყენებს ხალხი ე.წ. რაიზერებს (riser) მაინინგ რიგებზე.
რაიზერი არის ადაპტორი, რომელსაც გააჩნია სრული ზომის 16x PCIE სლოტი სადაც ვიდეო ბარათი ერთდება, ხოლო მეორე ბოლოში გააჩნია პატარა ზომის 1x PCIE სლოტი, რომელიც დედა დაფის 1x PCIE სლოტში ერთდება. რისი მეშვეობითაც 1x PCIE სლოტებსაც ვიყენებ ვიდეო ბარათისა და შესაბამისად მაინინგისათვის.
ამავე დროს რაიზერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიდეო ბარათები მთლიანი სისტემისაგან ცოტა მოშორებით (“ამაღლებით”) დავაყენოთ, რაც ასევე ხელს უწყობს რიგის გაგრილებას.
ანუ ჯამში რამდენი PCIE სლოტიც გააჩნია დედა დაფას, 16x + 1x, სწორედ ამდენი ვიდეო ბარათის შეერთება შეგვიძლია მასზე რაიზერების საშუალებით. ამიტომ რაიზერი შევა ძალიან სასურველ / ხშირ შემთხვევაში აუცილებელ კატეგორიაში. ეს იმიტომ, რომ თუ ადამიანს მხოლოდ 1 ანდ 2 ვიდეო ბარათით მაინინგი სურს, რაიზერი შეიძლება აღარ იყოს საჭირო, მაგრამ როგორც წესი ყოველთვის დაგვჭირდება რიგზე რაიზერები.
დედა დაფების მაგალითები:
- ASRock H110 Pro BTC+ (13 PCI-E Slots)
- Biostar TB360-BTC PRO Core (12 PCI-E Slots)
- Z170A Gaming Pro Carbon (7 PCI-E + 1 M.2 Slots)
- MSI B450 Gaming Plus Max (6 PCI-E + 1 M.2 Slots)
- …
CPU – პროცესორები
პროცესორი ის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც მაინინგზე დიდი გავლენა არ აქვს. ამიტომ შეგვიძლია აქ ფულის დაზოგვაზე ვიფიქროთ. მთავარია სწორი პროცესორი ავარჩიოთ, რომელიც უკვე არჩეულ დედა დაფაზე იმუშავებს.
პროცესორის მაგალითები:
RAM – ოპერაციული მეხსიერება
კიდევ ერთი კომპონენტი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი 4 ან 8 გიგაბაიტიანი რამი საკმარისი იქნება მაინინგისათვის. თუ ვინდოუსის გამოყენებას გადაწყვეთთ კი 8 გიგაბაიტიანია რეკომენდირებული, მაგრამ ლინუქსის სისტემებზე 4-იც არ უნდა იყოს პრობლემა. ასევე აქ უბრალოდ იმას უნდა მივაქციოთ, რომ სწორი რამი ვიყიდოთ არჩეული დედა დაფისათვის. ზოგ დედა დაფაზე DDR3 ხოლო ზოგზე DDR4 მიდის.
ოპერაციული მეხსიერების მაგალითები:
Hard Drive – მყარი დისკი
მაინინგისათვის ნებისმიერი 120 გიგაბაიტიანია SSD მყარი დისკი აბსოლიტურად საკმარისია. ხშირ შემთხვევაში 60 გიგაბაიტიანიც საკმარისი იქნება. ბევრი არაფერია აქ გასათვალისწინებელი.
მყარი დისკის მაგალითები:
Power Supply Unit (PSU) – კვების ბლოკი
კიდევ ერთი ძალიან მნიშნველოვანი კომპონენტი. კვების ბლოკებზე, მათ ფუნქციონალურობაზე და ასევე უსაფთხოებაზე საერთოდ ცალკე პოსტის დაწერა შეიძლება. აქ კი შევეცდები მოკლედ განვიხილოთ.
კვების ბლოკებს გააჩნიათ სხვადასხვა სერთიფიკატები, მაგალითად BRONZE, GOLD, PLATINUM და ა.შ. ესენი იმაზე მიგვანიშნებენ, თუ რამდენად ეფექტურია კვების ბლოკი. მაინინგისათვის რეკომენდირებულია მინიმუმ GOLD სერთიფიკატის კვების ბლოკის ყიდვა, სასურველია PLATINUM.
იმის გამო, რომ მაინინგისათვის კვების ბლოკმა 24/7-ზე უნდა იმუშავოს, ძალიან რეკომენდირებულია მაღალი დონის კვების ბლოკის შეძენა. ეს ის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელზეც ფულის დაზოგვაზე არ უნდა ვიფიქროთ. ასევე შეეცადეთ 10 წლიანი გარანტიის მქონე კვების ბლოკის შეძენა.
რა თქმა უნდა მთავარი დეტალი კი მისი ვატიჯია. ანუ თუ რამდენი ვატის მიწოდება შეუძლია სისტემისათვის. ეს იმაზეა დიდად დამოკიდებული, თუ რომელი და რამდენი ვიდეო ბარათით აპირებთ მაინინგს. ზოგადად კი მინიმუმ 850 ვატიანი კვების ბლოკ(ებ)ი დაგჭირდება. უმეტეს შემთხვევაში 1000 ვატიანი ან/და მინიმუმ 2 კვების ბლოკი.
დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ჩვენმა მაინერმა არავითარ შემთხვევაში არ მოითხოვოს იმაზე მეტი ვატი, ვიდრე კვების ბლოკ(ებ)ს შეუძლია(თ) უზრუნველყოს/ნ. ზოგადი წესი: არ დავტვირთოთ კვების ბლოკი 80%-ზე მეტად. 90%+ უკვე ძალიან საშიშია.
ასევე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს თუ რამდენი 8 პინიანი PCIE/VGA კაბელი მოყვება კვების ბლოკს. ეს ის კაბელებია რომლებიც ვიდეო ბარათებს აწვდის კვებას, რისი ნაკლებობაც ხშირად პრობლემა ხდება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ახალი თაობის ვიდეო ბარათებს იყენებთ, რომლებიც ორ კაბელს ითხოვენ.
ყურადღება!!! თავი აარიდეთ რაიზერებზე სატა კაბელებით კვების მიწოდებას. დამატებით ინფორმაცია ვიდეოში.
კვების ბლოკის მაგალითები:
- Corsair HX1200(4x 8(6+2) PCI-E Cables)
- EVGA SuperNOVA 1000 G3 (5x 8(6+2) PCI-E Cables)
- EVGA SuperNova 1600 G2 (9x 8(6+2) PCI-E Cables)
Operating System – ოპერატიული სისტემა
ოპერატიული სისტემის შერჩევა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ასევე პირად გემოვნებაზე. რეკომენდირებულია ვინდოუს პროფესიონალი ან რომელიმე ლინუქსზე აწყობილი სპეციალური მაინინგ სისტემები. მაგალითად HiveOS.
GPU – ვიდეო ბარათი
ცალკე ვიდეო ბარათებზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება. ამჟამინდელი დეფიციტის გამო, ნებისმიერი 6+ გიგაბაიტიანი (6-ზე ნაკლებიანები აღარ გამოდგება ეთერიუმის მაინინგისათვის) ვიდეო ბარათი როგორც Nvidia ასევე AMD კარგი არჩევანია, მთავარია ფასებს მივაქციოთ ყურადღება.
Nvidia მოდელები:
3090
3080
3070
3060Ti
2080Ti
2060 Super
1660 Super
1080Ti
1080
1070Ti
1070
1060
…
AMD მოდელები:
6900
6800
6700
5700
580
…
ძალიან სასურველი / ხშირად აუცილებელი:
ფრეიმი: სტანდარტული კომპიუტერი როგორც წესი ქეისში იწყობა. მაინინგისათვის კი ღია ფრეიმია რეკომენდირებული, რადგან მისი გაგრილება გაცილებით მარტივია. რაიმე სახის ღია ფრეიმის საკუთარი ხელით აწყობაც შესაძლებელია, მაგრამ როგორც წესი რეკომენდირებულია მზა მაინინგ ღია ფრეიმის შეძენა, რომელსაც დედა დაფის, კვების ბლოკ(ებ)ის, მყარი დისკ(ებ)ის, გამაგრილებელი ფანებისა და რაც მთავარია ვიდეო ბარათების სამაგრები აქვს.
ღია ფრეიმის მაგალითები:
ფანები გაგრილებისათვის: მაინერის წარმატებით აწყობის შემდეგ ჩვენი მთავარი მოვალეობაა მთლიანი სისტემის და განსაკუთრებით ვიდეო ბარათების გაგრილება. მაღალ დატვირთვაზე მუშაობის დროს გამოიყოფა ძალიან დიდი ენერგია (სითბო), რაც მთავარი მტერია ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობისათვის. საჭირო გაგრილებისა და ყურადღების გარეშე ვიდეო ბარათების ტემპერატურა 80 ან მეტ გრადუსსაც აღწევს, რაც უკვე საშიში ზონაა. ზოგადად რაც ნაკლები ტემპერატურა მით უკეთესი, მაგრამ ყველაფერი 70 გრადუს ცელსიუსზე ნაკლები მისაღებია. თვითონ გარემოს სადაც მაინერი გვიდგა დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპერატურაზე, მაგრამ ძალიან რეკომენდირებულია დამატებითი რამდენიმე სტანდარტული 120 მილიმეტრიანი ფანების ფრეიმზე დაყენება, რაც როგორც წესი რამდენიმე გრადუსით გააუმჯობესებს ვიდეო ბარათების ტემპერატურას.
ფანების მაგალითები:
რაიზერები – რაიზერები უკვე დედა დაფის სექციაშია განხილული, ძალიან რეკომენდირებულია მათი გამოყენება, ხოლო ხშირად აუცილებელიც.
რაიზერის მაგალითები:
Add2PSU: ეს პატარა მოწყობილობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დავამატოთ მეორე კვების ბლოკი მაინერზე. ეს საჭირო ხდება მაშინ როდესაც ერთი კვების ბლოკი აღარ ყოფნის ვიდეო ბარათებს.
Add2PSU მაგალითები:
მონიტორი: როგორც წესი მონიტორი აუცილებელია პირველადი კონფიგურაციისათვის, განსაკუთრებით მაშინ თუ ვინდოუსს იყენებთ. მაინერის წარმატებით აწყობისა და კონფიგურაციის შემდეგ კი მონიტორის მაინერზე არსებობა არაა აუცილებელი.
ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რეკომენდირებულია მონიტორი იყოს ხელმისაწვდომი, რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში.