გამოიმუშავეთ BitTorrent (BTT) კრიპტო ვალუტა ტორენტის საშუალებით

ყურადღება:

ტორენტის გამოყენება ბევრ ქვეყანაში არალეგალურია და შესაძლებელია სერიოზული ფინანსური ჯარიმები მოყვეს. მაგ: გერმანია: 1000+ ევრო ჯარიმა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად საქართველოში ტორენტის გამოყენება არაა პრობლემა. მაგრამ მე არ ვარ პასუხისმეგებელი არანაირ ზარალზე რაც თქვენ შეიძლება პოტენციურად მიიღოთ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იყენებთ ტორენტს. DYOR – ჩაატარე საკუთარი კვლვევა!

 

BitTorrent საშუალებას გვაძლევს ტორენტ ფაილების გადმოწერისა და “სიდირების” (Seeding) საშუალებით კრიპტო ვალუტა BTT გამოვიმუშავოთ.

რა არის ბიტტორენტი (BitTorrent)?

ბიტტორენტი არის მსოფლიოს ლიდერ peer-2-peer (P2P), დეცენტრალიზებული (decentralized), ფაილების გაცვლის პროტოკოლი – ე.წ. “ტორენტი”.

რა არის BTT?

BTT არის ბიტტორენტ ეკოსისტემის კრიპტოგრაფიული ვალუტა, მისი საშუალებით შეუძლია მომხმარებელს ნებისმიერი ტორენტ ფაილის გაცილებით სწრაფად გადმოწერა. ანუ ფაქტიურად BTT-ის საშუალებით შესაძლებელია გადმოწერის სისწრაფვის ყიდვა. შესაბამისად შესაძლებელია ფაილის სიდერისათვის BTT-ის გამომუშავება.

BTT არის ტრონის ბლოკჩეინზე დაფუძვნებული TRC-10 ტიპის ტოკენი.

BTT-ის ფასი (ეს არის კოინგეკოს ვიჯეტი და არა სურათი, ანუ ფასი ყოველთვის აქტუალურია)


BTT კოინის ვაჭრობა შემდეგ ბირჟებზეა შესაძლებელი:

https://www.huobi.com/en-us/

https://www.binance.com/en

https://hitbtc.com/

როგორ გამოვიმუშავოთ BTT?

პირველ რიგშია საჭიროა გვქონდეს ტორენტის კლიენტი, ამ შემთხვევაში ბიტტორენტი. ეს არის ძალიან პატარა და მსუბუქი პროგრამა, მისი გადმოწერა ინსტალაცია უმარტივესია. გადმოსაწერი ბმული: https://www.bittorrent.com/downloads/windows/

არსებობს როგორც ვებ ასევე დესკტოპის აპლიკაცია, აირჩიეთ რომელიც გსურთ. ამ ტუტორიალში მე დესკტოპის ვერსიას გამოვიყენებ.

აპლიკაციის ინსტალაციის დროს სეთინგები შეგიძლიათ დატოვოთ როგორც არის. ოპერას და ავასტის დაინსტალირებას შემოგთვაზებთ და მასზე შეგიძლიათ უარი თქვათ თუ არ გსურთ.

ინსტალაციის შემდეგ მარცხენა ზედა კუთხეში დააჭირეთ “Speed – Download Torrent Faster!”

 

რაც ავტომატურად გაგიხსნით ბრაუზერში ახლა ფანჯარას. ეს იქნება თქვენი BitTorrent Speed-ის დაშბორდი.

პირველად გახსნის დროს, ბიტტორენტი ჩაგიტარებთ აპლიკაციის პატარა ტუტორიალს და მიმოხილვას. ეს პროცესი უმარტივესია, უბრალოდ “Continue” / “Next” ღილაკების დაჭერით მიჰყევით ინსტრუქციას, რის შემდეგაც ასევე რამდენიმე BTT ტოკენს მიიღებთ საჩუქრად.

როდესაც უკვე დაშბორდს გაგიხსნით, მიიღებთ შეტყობინებას, რომ პირველად გამოყენებისათვის აუცილებელია გქონდეთ აქტიური ტორენტი გადმოწერის პროცესში, წინაარმდეგ შემთხვევაში ვერ დაიწყებთ საფულის შემქნისა და გამომუშავების პროცესს. ანუ მოძებნეთ და დაიწყეთ ნებისმიერი ტორენტ ფაილის გადმოწერა (ქვემოთ არის ნახსენები რამდენიმე ტორენტის მაგალითი, თუ არ გაქვთ თქვენ არანაირი ტორენტის წყარო).

მას შემდეგ რაც ბიტტორენტის აპლიკაციით ტორენტის გადმოწერას დაიწყებთ, დაუბრუნდით ბრაუზერში გახსნილ დაშბორდის ფანჯარას და გააგრძელეთ პროცესი “Next” ღილაკზე დაჭერით. ამითი გაგრძელდება ეს პატარა ტუტორიალი და შემდეგ აღმოჩნდებით საფულის გაკეთების ეტაპზე.

დააჭირეთ “Create” ღილაკს.

აირჩიეთ საფულის პასვორდი.

შემდეგ მიიღებთ “Wallet Recovery Phrase”-ს. ეს არის 12 რანდომიზერებული სიტყვა, რომელიც უზომოდ მნიშვნელოვანია, რომ შეინახოთ უსაფრთხო ადგილას. იდეალურ შემთხვევაში ოფლაინ ფორმატში და რამდენიმე ეგზემპლარად. სიტყვების თანმიმდევრობას აქვს მნიშვნელობა, ანუ დანომრეთ სიტყვები ისე როგორც არის მოცემული. ვისაც აქვს ეს Recovery Phrase იგი ფლობს საფულეს! ასევე, თუ წაგეშალათ პროგრამა, ან გაგიფუჭდათ კომპიუტერი, მარტო პასვორდის საშუალებით ვერ შეძლებთ ახალ კომპიუტერზე საფულეში შესვლას, აუცილებელი იქნება ამ 12 სიტყვის ცოდნა. ამიტომ ძალიან დაცულად და კარგად შეინახეთ.

რადგან ეს სიტყვები მე საჯაროდ დავპოსტე, ამ საფულეს გადავაგდებ რა თქმა უნდა 🙂

ამის შემდეგ დასრულდება ტუტორიალი საფულის პატარა მიმოხილვით და მიიღებთ რამდენიმე BTT-ს საჩუქრად.

ბოლო და ძალიან მნიშნველოვანი დეტალი.

დაშბორდის მარჯვენა ზედა კუთხეში გახსენით სეთინგების ფანჯარა და გამორთეთ “Increase Speed with BTT” ფუნქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი თქვენი გამომუშავებული BTT გადმოწერის ასწრაფებაში დაიხარჯება. ანუ ეს მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ რაღაც მიზეზის გამო ფაილის ძალიან სწრაფად გადმოწერა გჭირდებათ. იგივე პრინციპით გამოვიმუშავებთ ჩვენც ბტტ-ს. ანუ როდესაც ვინმე ან ფუნქციას იყენებს იმ ფაილებზე რომლებსაც ჩვენ “ვასიდირებთ”.

ამის შემდეგ კი, რაც მეტ მოთხოვნად, ახალ და პოპულალურ ფაილს გადმოწერთ და სიდირებას გაუკეთებთ, რაც მეტი რაოდენიბს ფაილების ატვირთავთ, მით უფრო დიდი რაოდენობის BTT-ს გამომუშავებს შანსი გექნებათ.

საიდან გადმოვიწეროთ მაღალ მოთხოვნადი ტორენტ ფაილები?

ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა. ბაზარი მეთვითონ გამოსაკვლევი მაქვს. სულ მეორე დღეა რაც დავიწყებ ამ სერვისის გამოყენება, შესაბამისად ჩემი ბაზა პატარაა, მაგრამ რაც მაქვს გაგიზიარებთ.

https://www.torlock.com/

https://rutracker.org/forum/index.php

https://torrentz2eu.org/

https://www1.thepiratebay3.to/

https://1337x.to/home/

 

რა რაოდენობის BTT-ს გამომუშავებაა შესაძლებელი?

ეს არის ძალიან არასტაბილური პროცესი და ძალიან ინდივიდუალური. უამრავი დეტალი ახდენს პოტენციურ შემოსავალზე გავლენას.

მაგალითად:

  • დღის მონაკვეთი
  • ტორენტის წყარო
  • ტრენდული ტორენტ(ებ)ის შერჩევა
  • იღბალი
  • ახალი თამაში/შოუ-ს სეზონი
  • და ა.შ.

ამიტომ მე ვერ გეტყვით, თუ თქვენ დაახლოებით რამდენს გამოიმუშავებთ. მე მხოლოდ შემიძლია ჩემი შედეგები გაგიზიაროთ. დანარჩენი თქვენ უნდა დატესტოთ, ნახოთ გიღირთ თუ არა და შეაფასოთ თუ რა პოტენციალი აქვს ამ საქმეს.

ჩემი შედეგები: გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მეთვითონ ამ სერვისის გამოყენება მხოლოდ 2 დღის წინ დავიწყე, შესაბამისად არ მაქვს დიდი გამოცდილება, ბევრი რამე სასწავლი მაქვს და ეს არის მხოლოდ დასაწყისი შედეგები 🙂 ჩემი აზრით პოტენციალი გაცილებით დიდია! მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ თვითონ BTT ტოკენის ფასმა გაცილებით შეიძლება აიწიოს დოლართან მიმართებაში.

ეს არის რეალურად დღენახევრის შედეგი. მხოლოდ დღის განმავლობაში მაქვს ჩართული ~8 საათი დღეში.

1058 BTT ≈ 1.28$ (2021 წლის 13 თებერვალს).

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *