გამოიმუშავეთ PRE კრიპტო ვალუტა Presearch ბრაუზერისა და საძიებო სისტემის საშუალებით


presearch

Presearch უფრო საძიებო სისტემაა, ვიდრე ბრაუზერი, მაგრამ იგი მობილურის ვერსიაზე ბრაუზერად მუშაობს და ამიტომ შედის ეს ორივე კატეგორიაში.

Presearch-ის მეშვეობით PRE-ს გამომუშავება უმარტივესი და 100%-ით პასიურია.

რა არის PRE?

PRE არის ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძვნებული ERC-20 ტოკენი, რომელიც Presearch-ის ძრავია ფაქტიურად. იგი ამ სტატიის წერის დროს (26.01.2021) 0.03$ ღირს. დამატებითი ინფორმაციისა და აქტუალური ფასის სანახავად ეწვიეთ PRE-ს გვერდს Coingecko-ზე.

როგორ გამოვიმუშავოთ PRE?

შედით Presearch-ის ოფიციალურ საიტზე და დარეგისტრირდით: ბმული. თუ გამოიყენებთ ჩემს მიერ მითითებულ ბმულს, საჩუქრად გადმოგეცემათ 25 PRE ტოკენი მომენტალურად რეგისტრაციის შემდეგ! (ამჟამად არის ეს 2$: 30.01.2021)

რეგისტრაციის შემდეგ აღმოჩნდებით Presearch-ის მთავარ გვერდზე, სადაც მარჯვენა ზედა კუთხეში მოგცემთ შეტყობინებას, რომ Presearch-ის დამატება ბრაუზერში შეგიძლიათ PRE-ს გამოსამუშავებლად. ბონუსი: დაამატეთ Presearch Brave ბრაუზერში და გამოიმუშავეთ BAT + PRE ბრაუზინგით!

ეს გადაგამისამართებთ Chrome-ის ვებ სტორის გვერდზე, საიდანაც დააინსტალირებთ Presearch-ს ბრაუზერში.

რის შემდეგაც Presearch დაემატება ბრაუზერში და გახდება მთავარი საძიებო სისტემა. საძიებო სისტემის თითოეულ გამოყენებაში იხდის Presearch 0.25 PRE ტოკენს. დღეში მაქსიმუმ 8 PRE ტოკენის გამომუშავება შეგიძლიათ (თვეში 11$ დღევანდელი კურსით). თუ არ გსურთ Presearch-ის ბრაუზერში დამატება, შეგიძლიათ PRE მაინც გამოიმუშავოთ, ამისათვის უნდა შეხვიდეთ presearch.org-ზე და იქ არსებული საძიებო სისტემა გამოიყენოთ, რომელიც ასევე დაგირიცხავთ 0.25 PRE-ს ყოველ გამოყენებაში. მაგრამ რა თქმა უნდა ბრაუზერში დაყენება უფრო მოსახერხებელია.

 

PRE-ს გამომუშავება მობილურითაც შეგიძლიათ (ამჟამად მხოლოდ Android-ზე)

მოძებლეთ Play Store-ში Presearch და დააინსტალირეთ, შედით თქვენს მიერ შექმნილ ექაუნთში და ეს იქნება ბრაუზერი, რომელშიც თითოეული ძებნისათვის ასევე 0.25 PRE დაგირიცხავთ ანგარიშზე.

 

მინიმალური გამოსატანი 1000 PRE ტოკენია, რომელიც მე სამწუხაროდ ჯერ არ მაქვს და შესაბამისად ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდედაც დამადასტურებელ სურათს ვერ წარმოვადგენ. მაგრამ Presearch-ს აქვს ძალიან კარგი სახელი და რეკომენდირებულია ადამიანებისაგან, რომელთაც მე ძალიან ვენდობი. PRE ტოკენის გატანა ნებისმიერ საფულეზეა შესაძლებელი, რომელსაც PRE-ს მხარდაჭერა აქვს, მაგალითად Metamask.

 

ყურადღება!
ამ საიტზე გამოქვეყნებული ყველა მასალა არის ყველა ადამიანისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი და მის განვითარებაში უამრავი დრო და ენერგია მაქვს ჩადებული. გთხოვთ ეცით ამას პატივი და გაითვალისწინეთ, რომ ამ საიტზე განთავსებული ყველა მასალა ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე! ითხოვეთ ნებართვა თუ რაიმე მასალის გამოყენება გსურთ! წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევი პირი მიეცემა პასუხისმგებლობაში და დაზარალდება მატერიალურად.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *