Introduction & Setup

https://www.youtube.com/watch?v=yOOqdbSTPTk&t

შესავალი

ამ გაკვეთილის თემაა შესავალი პითონის საფუძვლებში. პითონი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური და მოთხოვნადი პროგრამირების ენა. პითონი შექმნილია გვიდო ვან როსუმის მიერ 1991 წელს.

პითონი არის ეგრეთ წოდებული “interpreted, general-purpose, cross-platform, high-level programming language”. მოკლედ რომ განვმარტოთ ეს იმას ნიშნავს, რომ პითონი გამოიყენება ძალიან ბევრ სფეროში, მაგალითად: ვებ დეველოპმენტი (სერვერის მხარე), Machine Learning, მონაცემთა მეცნიერებები, დესკტოპის აპლიკაციები/პროგრამები, ქსელური პროგრამირება, თამაშების დეველოპმენტი და ა.შ. ასევე პითონს არ სჭირდება არანაირი კომპილაცია, ეს იმას ნიშნავს რომ პითონს აქვს საკუთარი ინტერპრეტორი და დაწერილი კოდი პირდაპირ შეგვიძლია “გავუშვათ”. პითონში დაწერილი კოდი მუშაობს ყველა თანამედროვე ოპერაციულ სისტემაზე ერთნაირად, ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად მე თუ დავწერ კოდს ვინდოუსზე და გავუგზავნი მეგობარს, ვისაც აქვს ლინუქსი, იქაც ისევე (უპრობლემოდ) იმუშავებს როგორც ჩემთან, ზედმეტი პროგრამებისა და კომპილაციის გარეშე.

ზემოთჩამოთვილილი მიზეზებისა და ფაქტების გარდა არსებობს მრავალი სხვა მიზეზი თუ რატომ იმსახურებს პითონი დიდ პოპულარობასა და სიყვარულს.

ანუ მოკლედ, რატომ ვისწავლოთ პითონი?

  • მარტივი სინტაქსი
  • ქროს-პლატფორმ: პითონის კოდი ყველა ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს
  • აქვს საკუთარი ინტერპრეტორი: არ სჭირდება ზედმეტი კომპილაცია, რაც კოდის წერას და ტესტირებასს ძალიან ასწრაფებს
  • გამოიყენება უამრავ დარგში – it does it all
  • გვაძლევს საშუალებას რთული პრობლემები პატარა კოდით გადავჭრათ (ბევრ სხვა ენასთან შედარებით)
  • შესაძლებელია როგორც პროცედურული, ასევე ობიექტ ორიენტირებული და ფუნქციონალური კოდის წერა

მაგალითად იხილეთ Stack Overflow-ს 2020 წლის წლიური გამოკითხვის შედეგები.

ყველაზე პოპულალური ტექნოლოგიები: https://insights.stackoverflow.com/survey/2020#technology-programming-scripting-and-markup-languages-all-respondents

ყველაზე მოწონებადი და სასურველი ტექნოლოგიები: https://insights.stackoverflow.com/survey/2020#technology-most-loved-dreaded-and-wanted-languages-loved

იმედია ზემოდხსენებული მიზეზები და ფაქტები საკმარისი მოტივაციაა თქვენთვის, რომ დაიწყოთ პითონის სწავლა!

ახლა გადავიდეთ ცოტა უფრო ტექნიკურ საკითხებზე 🙂

პითონისა და ედიტორის ინსტალაცია

ინსტალაციისათვის გთხოვთ უყურო ვიდეოს შესაბამის ნაწილს, ამის ტექსტის სახით გადმოცემა და ინსტრუქციების მიყოლა გაცილებით რთული და ხანგრძილივი იქნება, როგორც ჩემთვის ასევე თქვენთვის.

ყურადღება!
ამ საიტზე გამოქვეყნებული ყველა მასალა არის ყველა ადამიანისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი და მის განვითარებაში უამრავი დრო და ენერგია მაქვს ჩადებული. გთხოვთ ეცით ამას პატივი და გაითვალისწინეთ, რომ ამ საიტზე განთავსებული ყველა მასალა ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე! ითხოვეთ ნებართვა თუ რაიმე მასალის გამოყენება გსურთ! წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევი პირი მიეცემა პასუხისმგებლობაში და დაზარალდება მატერიალურად.


კურსზე დაბრუნება


შემდეგი გაკვეთილი