კურსის აღწერა
პითონ3-ის საფუძვლების კურსი განკუთვნილია ყველა ადამიანისათვის, ვისაც პითონის პროგრამირების ენის შესწავლა სურს. ამ კურსს არ გააჩნია არანაირი პრერეკვიზიტი, არ აქვს მნიშნველობა რა ასაკის ხართ, გაქვთ თუ არა რაიმე სახის პროგრამირების გამოცდილება, რა დონეზე ფლობთ მათემატიკას ან ინგლისურ ენას. ყველაფერ იქნება ახსნილი დაწვრილებით და დეტალებში. ასევე პითონში სამუშაოდ არ არის საჭირო მძლავრი კომპიუტერის ქონა, ნებისმიერი ლეპტოპი ან კომპიუტერი რასაც ყოველდღიურად იყენებთ საკმარისზე მეტი იქნება. ეს კურსი, ისევე როგორც ყველა ამ საიტზე არსებული მასალა არის სრულიად უფასო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მივესალმები კრიტიკას. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კომენტარების სექცია იუთუბზე, ან მომწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე
რას ისწავლით
- რა არის და რაში გამოიყენება პითონი
- მონაცემების ტიპებსა და სტრუქტურებს
- მნიშვნელოვან ბრძანებებსა და ფუნქციებს
- როგორ დავწეროთ საკუთარი ფუნქციები
- როგორ გამოვიყენოთ ბიბლიოთეკები
გაკვეთილები
-
Introduction & Setup
კურსის მოკლე შესავალი, რა არის პითონი? რატომ ვისწავლოთ პითონი? პითონისა და კოდის ედიტორის გადმოწერა და ინსტალაცია
-
Variables & Data Types
შესავალი ცვლადებსა და მონაცემთა ტიპებზე. რა არის ცვლადი? რა სახის მონაცემთა ტიპები არსებობს? მათზე ოპერაციები და print ფუნქციის უტილიზაცია
-
Data Structures
შესავალი მონაცემთა სტრუქტურებზე: list, set, tuple, dictionary. რა არის მონაცემთა სტრუქტურები, მათი მახასიათებლები და მათზე ოპერაციები.
Control Flow
Writing Functions
Python Libraries
What Next?