Techademy https://techademy.ge/ უფასო საგანმანათლებლო პლატფორმა Mon, 31 May 2021 09:13:17 +0000 en-US hourly 1 GPU Mining – რა ჰარდვეარია საჭირო და როგორ ავაწყოთ? https://techademy.ge/gpu-%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98/ https://techademy.ge/gpu-%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98/#respond Sun, 30 May 2021 14:27:07 +0000 https://techademy.ge/?p=1312 ვიდეო ბარათებით კრიპტო მაინინგი ამ სტატიაში განვიხილავთ ვიდეო ბარათებით კრიპტო მაინინგისათვის საჭირო ჰარდვეარს, ასევე თუ როგორ ავაწყოთ იგი ვიდეო ტუტორიალის ფორმატში. ჰარდვეარი იქნება დაყოფილი სამ კატეგორიად: აუცილებელი ძალიან სასურველი / ხშირად აუცილებელი სასურველი   აუცილებელია გავითვალისწინოთ ის, რომ მაინერი ან ე.წ. რიგი არის უბრალოდ ჩვეულებრივი კომპიუტერი, რომელზეც როგორც წესი რამდენიმე ვიდეო ბარათს (GPU-ს) ვაყენებთ, რაც […]

The post GPU Mining – რა ჰარდვეარია საჭირო და როგორ ავაწყოთ? appeared first on Techademy.

]]>
ვიდეო ბარათებით კრიპტო მაინინგი

ამ სტატიაში განვიხილავთ ვიდეო ბარათებით კრიპტო მაინინგისათვის საჭირო ჰარდვეარს, ასევე თუ როგორ ავაწყოთ იგი ვიდეო ტუტორიალის ფორმატში.

ჰარდვეარი იქნება დაყოფილი სამ კატეგორიად:

აუცილებელი

ძალიან სასურველი / ხშირად აუცილებელი

სასურველი

 

აუცილებელია გავითვალისწინოთ ის, რომ მაინერი ან ე.წ. რიგი არის უბრალოდ ჩვეულებრივი კომპიუტერი, რომელზეც როგორც წესი რამდენიმე ვიდეო ბარათს (GPU-ს) ვაყენებთ, რაც უკვე მაინინგს აკეთებს.

 

დავიწყოთ აუცილებელი ჰარდვეარით / კომპონენტებით.

GPU მაინინგისათვის აუცილებლად გვჭირდება შემდეგი კომპონენტები:

Motherboard – დედა დაფა

CPU – პროცესორი

RAM – ოპერაციული მეხსიერება

Hard Drive – მყარი დისკი

Power Supply Unit (PSU) – კვების ბლოკი

Operating System – ოპერატიული სისტემა

Graphics card(s) (GPU) –  ვიდეო ბარათ(ებ)ი

 

Motherboards – დედა დაფები

ჩემი აზრით ნებისმიერი მაინინგ რიგის დაგეგმვა იწყება დედა დაფით. ეს არის ვიდეო ბარათების შემდეგ ყველაზე მნიშნველოვანი კომპონენტი რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

რატომ?

ვიდეო ბარათები დედა დაფასთან და შესაბამისთან რიგთან კავშირისათვის იყენებს ე.წ. PCIE სლოტებს. თუ რამდენიმე ვიდეო ბარათის დამატება შეგვიძლია რიგზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი PCIE სლოტი გააჩნია დედა დაფას.

რაც მეტი ვიდეო ბარათი ერთ რიგზე – მით უკეთესი და მით უფრო დიდი შემოსავალი ჩვენთვის 🙂

როგორც წესი (გეიმინგ) კომპიუტერზე ერთ ან ორზე მეტი ვიდეო ბარათი არასოდეს არ დაგვჭირდება. შესაბამისად უმრავლესობა დედა დაფებს აქვს მხოლოდ 2-3 PCIE სლოტი. მაგრამ პროფიტული მაინინგისათვის ერთ სისტემაზე 2-3 ვიდეო ბარათი არაა საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ დამწყები მაინერისათვის რეკომენდირებულია მხოლოდ 1-2 ბარათით დაიწყოს მაინინგის პროექტი, საჭიროა ასევე დავიტოვოთ იმის შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში დავამატოთ რამდენიმე ვიდეო ბარათი მომავალში. ამისათვის გვჭირდება დამატებითი PCIE სლოტები დედა დაფაზე.

ანუ მთავარი დეტალი, რაც უნდა გავითვალისწნოთ დედა დაფის არჩევის დროს არის ის, თუ რამდენი PCIE სლოტი გააჩნია მას.

PCIE სლოტები მოდის სხვადასხვა ზომებში, ე.წ. “სრული ზომა” ანუ 16x. ეს არის ის ზომა სადაც ვიდეო ბარათი პირდაპირ ერთდება.

ასევე არსებობს “პატარა ზომის” სლოტები, ე.წ. 1x. ეს არის ასევე PCIE სლოტი, მაგრამ ვიდეო ბარათი მასში პირდაპირ ვერ ჩაჯდება, რადგან მას სრული ზომის 16x კავშირი სჭირდება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ იყენებს ხალხი ე.წ. რაიზერებს (riser) მაინინგ რიგებზე.

რაიზერი არის ადაპტორი, რომელსაც გააჩნია სრული ზომის 16x PCIE სლოტი სადაც ვიდეო ბარათი ერთდება, ხოლო მეორე ბოლოში გააჩნია პატარა ზომის 1x PCIE სლოტი, რომელიც დედა დაფის 1x PCIE სლოტში ერთდება. რისი მეშვეობითაც 1x PCIE სლოტებსაც ვიყენებ ვიდეო ბარათისა და შესაბამისად მაინინგისათვის.

ამავე დროს რაიზერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიდეო ბარათები მთლიანი სისტემისაგან ცოტა მოშორებით (“ამაღლებით”) დავაყენოთ, რაც ასევე ხელს უწყობს რიგის გაგრილებას.

ანუ ჯამში რამდენი PCIE სლოტიც გააჩნია დედა დაფას, 16x + 1x, სწორედ ამდენი ვიდეო ბარათის შეერთება შეგვიძლია მასზე რაიზერების საშუალებით. ამიტომ რაიზერი შევა ძალიან სასურველ / ხშირ შემთხვევაში აუცილებელ კატეგორიაში. ეს იმიტომ, რომ თუ ადამიანს მხოლოდ 1 ანდ 2 ვიდეო ბარათით მაინინგი სურს, რაიზერი შეიძლება აღარ იყოს საჭირო, მაგრამ როგორც წესი ყოველთვის დაგვჭირდება რიგზე რაიზერები.

დედა დაფების მაგალითები:

 

CPU – პროცესორები

პროცესორი ის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც მაინინგზე დიდი გავლენა არ აქვს. ამიტომ შეგვიძლია აქ ფულის დაზოგვაზე ვიფიქროთ. მთავარია სწორი პროცესორი ავარჩიოთ, რომელიც უკვე არჩეულ დედა დაფაზე იმუშავებს.

პროცესორის მაგალითები:

 

RAM – ოპერაციული მეხსიერება

კიდევ ერთი კომპონენტი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი 4 ან 8 გიგაბაიტიანი რამი საკმარისი იქნება მაინინგისათვის. თუ ვინდოუსის გამოყენებას გადაწყვეთთ კი 8 გიგაბაიტიანია რეკომენდირებული, მაგრამ ლინუქსის სისტემებზე 4-იც არ უნდა იყოს პრობლემა. ასევე აქ უბრალოდ იმას უნდა მივაქციოთ, რომ სწორი რამი ვიყიდოთ არჩეული დედა დაფისათვის. ზოგ დედა დაფაზე DDR3 ხოლო ზოგზე DDR4 მიდის.

ოპერაციული მეხსიერების მაგალითები:

 

Hard Drive – მყარი დისკი

მაინინგისათვის ნებისმიერი 120 გიგაბაიტიანია SSD მყარი დისკი აბსოლიტურად საკმარისია. ხშირ შემთხვევაში 60 გიგაბაიტიანიც საკმარისი იქნება. ბევრი არაფერია აქ გასათვალისწინებელი.

მყარი დისკის მაგალითები:

 

Power Supply Unit (PSU) – კვების ბლოკი

კიდევ ერთი ძალიან მნიშნველოვანი კომპონენტი. კვების ბლოკებზე, მათ ფუნქციონალურობაზე და ასევე უსაფთხოებაზე საერთოდ ცალკე პოსტის დაწერა შეიძლება. აქ კი შევეცდები მოკლედ განვიხილოთ.

კვების ბლოკებს გააჩნიათ სხვადასხვა სერთიფიკატები, მაგალითად BRONZE, GOLD, PLATINUM და ა.შ. ესენი იმაზე მიგვანიშნებენ, თუ რამდენად ეფექტურია კვების ბლოკი. მაინინგისათვის რეკომენდირებულია მინიმუმ GOLD სერთიფიკატის კვების ბლოკის ყიდვა, სასურველია PLATINUM.

იმის გამო, რომ მაინინგისათვის კვების ბლოკმა 24/7-ზე უნდა იმუშავოს, ძალიან რეკომენდირებულია მაღალი დონის კვების ბლოკის შეძენა. ეს ის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელზეც ფულის დაზოგვაზე არ უნდა ვიფიქროთ. ასევე შეეცადეთ 10 წლიანი გარანტიის მქონე კვების ბლოკის შეძენა.

რა თქმა უნდა მთავარი დეტალი კი მისი ვატიჯია. ანუ თუ რამდენი ვატის მიწოდება შეუძლია სისტემისათვის. ეს იმაზეა დიდად დამოკიდებული, თუ რომელი და რამდენი ვიდეო ბარათით აპირებთ მაინინგს. ზოგადად კი მინიმუმ 850 ვატიანი კვების ბლოკ(ებ)ი დაგჭირდება. უმეტეს შემთხვევაში 1000 ვატიანი ან/და მინიმუმ 2 კვების ბლოკი.

დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ჩვენმა მაინერმა არავითარ შემთხვევაში არ მოითხოვოს იმაზე მეტი ვატი, ვიდრე კვების ბლოკ(ებ)ს შეუძლია(თ) უზრუნველყოს/ნ. ზოგადი წესი: არ დავტვირთოთ კვების ბლოკი 80%-ზე მეტად. 90%+ უკვე ძალიან საშიშია.

ასევე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს თუ რამდენი 8 პინიანი PCIE/VGA კაბელი მოყვება კვების ბლოკს. ეს ის კაბელებია რომლებიც ვიდეო ბარათებს აწვდის კვებას, რისი ნაკლებობაც ხშირად პრობლემა ხდება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ახალი თაობის ვიდეო ბარათებს იყენებთ, რომლებიც ორ კაბელს ითხოვენ.

ყურადღება!!! თავი აარიდეთ რაიზერებზე სატა კაბელებით კვების მიწოდებას. დამატებით ინფორმაცია ვიდეოში.

კვების ბლოკის მაგალითები:

 

Operating System – ოპერატიული სისტემა

ოპერატიული სისტემის შერჩევა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ასევე პირად გემოვნებაზე. რეკომენდირებულია ვინდოუს პროფესიონალი ან რომელიმე ლინუქსზე აწყობილი სპეციალური მაინინგ სისტემები. მაგალითად HiveOS.

 

GPU – ვიდეო ბარათი

ცალკე ვიდეო ბარათებზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება. ამჟამინდელი დეფიციტის გამო, ნებისმიერი 6+ გიგაბაიტიანი (6-ზე ნაკლებიანები აღარ გამოდგება ეთერიუმის მაინინგისათვის) ვიდეო ბარათი როგორც Nvidia ასევე AMD კარგი არჩევანია, მთავარია ფასებს მივაქციოთ ყურადღება.
Nvidia მოდელები:
3090
3080
3070
3060Ti
2080Ti
2060 Super
1660 Super
1080Ti
1080
1070Ti
1070
1060

AMD მოდელები:
6900
6800
6700
5700
580

 

ძალიან სასურველი / ხშირად აუცილებელი:

ფრეიმი: სტანდარტული კომპიუტერი როგორც წესი ქეისში იწყობა. მაინინგისათვის კი ღია ფრეიმია რეკომენდირებული, რადგან მისი გაგრილება გაცილებით მარტივია. რაიმე სახის ღია ფრეიმის საკუთარი ხელით აწყობაც შესაძლებელია, მაგრამ როგორც წესი რეკომენდირებულია მზა მაინინგ ღია ფრეიმის შეძენა, რომელსაც დედა დაფის, კვების ბლოკ(ებ)ის, მყარი დისკ(ებ)ის, გამაგრილებელი ფანებისა და რაც მთავარია ვიდეო ბარათების სამაგრები აქვს.

ღია ფრეიმის მაგალითები:

ფანები გაგრილებისათვის: მაინერის წარმატებით აწყობის შემდეგ ჩვენი მთავარი მოვალეობაა მთლიანი სისტემის და განსაკუთრებით ვიდეო ბარათების გაგრილება. მაღალ დატვირთვაზე მუშაობის დროს გამოიყოფა ძალიან დიდი ენერგია (სითბო), რაც მთავარი მტერია ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობისათვის. საჭირო გაგრილებისა და ყურადღების გარეშე ვიდეო ბარათების ტემპერატურა 80 ან მეტ გრადუსსაც აღწევს, რაც უკვე საშიში ზონაა. ზოგადად რაც ნაკლები ტემპერატურა მით უკეთესი, მაგრამ ყველაფერი 70 გრადუს ცელსიუსზე ნაკლები მისაღებია. თვითონ გარემოს სადაც მაინერი გვიდგა დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპერატურაზე, მაგრამ ძალიან რეკომენდირებულია დამატებითი რამდენიმე სტანდარტული 120 მილიმეტრიანი ფანების ფრეიმზე დაყენება, რაც როგორც წესი რამდენიმე გრადუსით გააუმჯობესებს ვიდეო ბარათების ტემპერატურას.

ფანების მაგალითები:

რაიზერები – რაიზერები უკვე დედა დაფის სექციაშია განხილული, ძალიან რეკომენდირებულია მათი გამოყენება, ხოლო ხშირად აუცილებელიც.

რაიზერის მაგალითები:

Add2PSU: ეს პატარა მოწყობილობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დავამატოთ მეორე კვების ბლოკი მაინერზე. ეს საჭირო ხდება მაშინ როდესაც ერთი კვების ბლოკი აღარ ყოფნის ვიდეო ბარათებს.

Add2PSU მაგალითები:

მონიტორი: როგორც წესი მონიტორი აუცილებელია პირველადი კონფიგურაციისათვის, განსაკუთრებით მაშინ თუ ვინდოუსს იყენებთ. მაინერის წარმატებით აწყობისა და კონფიგურაციის შემდეგ კი მონიტორის მაინერზე არსებობა არაა აუცილებელი.
ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რეკომენდირებულია მონიტორი იყოს ხელმისაწვდომი, რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში.

The post GPU Mining – რა ჰარდვეარია საჭირო და როგორ ავაწყოთ? appeared first on Techademy.

]]>
https://techademy.ge/gpu-%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98/feed/ 0
კრიპტოს გამომუშავება სტატიების კითხვით (ETH, FARM, AMPL) https://techademy.ge/earn-crypto-for-reading/ https://techademy.ge/earn-crypto-for-reading/#respond Mon, 22 Feb 2021 22:01:24 +0000 https://techademy.ge/?p=1187   ამ სტატიაში ვნახავთ, თუ როგორ გამოვიმუშავოთ სამი კრიპტო ვალუტა: ეთერიუმი (ETH), ამპლფორსი (AMPL) და ჰარვესტ ფაინანსი (FARM) უმარტივესად, სტატიების კითხვით Publish0x-ზე. რა არის Publish0x? Publish0x არის ძალიან კარგი და მაღალი დონის, ბლოგის ტიპის სიახლეების საიტი. სადაც ძირითადად კრიპტოზე და ტექ სფეროზე ორიენტირებული სიახლეები და სტატიები იწერება. იგი არის ე.წ. Community Powered – ანუ სხვადასხვა […]

The post კრიპტოს გამომუშავება სტატიების კითხვით (ETH, FARM, AMPL) appeared first on Techademy.

]]>

 

ამ სტატიაში ვნახავთ, თუ როგორ გამოვიმუშავოთ სამი კრიპტო ვალუტა: ეთერიუმი (ETH), ამპლფორსი (AMPL) და ჰარვესტ ფაინანსი (FARM) უმარტივესად, სტატიების კითხვით Publish0x-ზე.

რა არის Publish0x?

Publish0x არის ძალიან კარგი და მაღალი დონის, ბლოგის ტიპის სიახლეების საიტი. სადაც ძირითადად კრიპტოზე და ტექ სფეროზე ორიენტირებული სიახლეები და სტატიები იწერება. იგი არის ე.წ. Community Powered – ანუ სხვადასხვა პროფესიონალი და მოყვარული მწერლები წერენ სტატიებს აქ. ისევე როგორც არაერთი კრიპტო პროექტის ოფიციალური წარმომადგენელი. მათი უმეტესობა არის კრიპტო ენთუზიასტი. პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ამ საიტს როგორც კრიპტოს სფეროში ინფორმაციის მისაღებ წყაროდ ვუწევ ძალიან დიდ რეკომენდაციას. ამასთანავე შეგვიძლია მცირეოდენი კრიპტოს გამომუშავება, უმარტივესად! no brainer, its a win-win 🙂

როგორ გამოვიმუშავოთ კრიპტო Publish0x-ზე? 

როგორც მწერალს, ასევე მკითხველს შეუძლია კრიპტოს გამომუშავება. ამ სტატიაში განვიხილავთ მკითხველის პერსპექტივიდან, რადგან ეს გაცილებით მარტივია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მწერლის სტატუტის მიღება საკმაოდ რთულია.

პირველ რიგში, საჭიროა რეგისტრაციის გავლა. გთხოვთ გამოიყენეთ ეს ლინკი: რეგისტრაცია. ეს არის ჩემი სარეფერალო ლინკი, მისი გამოყენებით თქვენ არაფერი დაგაკლდებათ, მე კი პატარა სარგებელს ვნახავ, დიდი მადლობა წინასწარ.

რეგისტრაცია ძალიან მარტივი და სტანდარტულია. შეგიძლიათ როგორც ფეისბუქით, ასევე ტვიტერით ან იმეილით დარეგისტრირდეთ.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ეწვიეთ მთავარ გვერდს და გახსენით ნებისმიერი სტატია, რომელიც დაგაინტერესებთ. იმედია ზოგადად სტატიებს წაიკითხავთ, მაგრამ ამჟამად “ჩამოსქროლეთ” სტატიის ბოლოში, სადაც ნახავთ “TIP” სექციას. იხილეთ სურათი:

Publish0x Tipping Section

სადაც შეგვიძლია სტატიის ავტორს და საკუთარ თავს მივცეთ პატარა “tip”, ამ სამიდან რომელიმე კრიპტო ვალუტაში: Ethereum, Ampleforth, Farm (თუ რომელი კოინი შეგხვდებათ, ეს რანდომიზირებულია). ეს თიფი მოდის არა ჩვენი არამედ Publish0x-ის “ჯიბიდან”! პრინციპი შემდეგნაირია: Publish0x იღებს მათი შემოსავლის გარკვეულ პროცენტს და დებს ამ თიფინგის პულში, სადაც მკითხვებელი მწერლებს უტოვებენ თიფს – უფასოდ 🙂

აღნიშნული სლაიდერით შეგვიძლია გადავწყვიტოთ, თუ როგორ გვინდა ჩვენი “tip” გადავანაწილოთ პროცენტულად. საკუთარი თავს მაქსიმუმ 80% შეგვიძლია მივცეთ, ხოლო ავტორს მაქსიმუმ 100%. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად მწერლები გაცილებით მეტს გამოიმუშავებენ, ალბათ არ იქნება უსამართლო თუ საკუთარ თავს 80%-ს დავუტოვებთ 🙂 თუ რა ღირებულების კოინს შეიცავს ერთი თიფი, ეს არ არის ფიქსირებული და შეიძლება ზოგჯერ მეტი იყოს, ზოგჯერ ნაკლები. ეს დამოკიდებულია საიტის შემოსავალზე, კოინის ფასზე და ა.შ. საშუალოდ კი თითო თიფი რამდენიმე ცენტია (0.03-0.05$). ანუ დავაყენებთ სლაიდერს სასურველ მაჩვენებელზე და დავაჭერთ “TIP” ღილაკს. ეს ავტომატურად დაგვირიცხავს ჩვენს წილ კრიპტო ვალუტას ანგარიშზე. ბალანსის შემოწმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაშბორდში (მარჯვენა ზედა კუთხეში იხილავთ თქვენს სახელს/მართვის პანელს).

თიფის ლიმიტი

რა თქმა უნდა ლიმიტის გარეშე ეს სისტემა ვერ იარსებებდა. თიფებს შორის არის 10 წუთიანი ინტერვალი, ხოლო 15 საათიან ინტერვალში მაქსიმუმ 15 თიფის გაკეთების უფლება გაქვთ.

კრიპტოს გამოტანა

კრიპტოს გამოსატანად, აუცილებელია მიუთითოთ თქვენი საფულის მისამართი. ამ ფუნქციას Settings->Wallets განყოფილებაში თქვენი დაშბორდიდან. შეავსეთ სამივე კოინის მისამართი და დაადასტურეთ. გაითვალისწინეთ, რომ პირდაპირ სავაჟრო ბირჟებზე გატანა შეუძლებელია, თვითონ საიტი არ მოგცემთ ბირჟის მისამართის ჩაწერის საშუალებას. აუცილებელია მისამართი იყოს ე.წ. non-custodial საფულის. მაგალითად: Trust Wallet, Metamask და ა.შ.

მინიმალური გამოსატანია 2$-ის ექვივალენტი თითოეულ კოინში. დეტალური ინფორმაციას თუ როდის ხდება გადარიცხვები და ასევე ინსტრუქციები იხილავთ დაშბორდიდან Payments განყოფილებაში.

სარეფერალო სისტემა

დამატებითი კრიპტოს გამომუშავება შესაძლებელია Ambassador Program-ის საშუალებით, ამ ფუნქციასაც იხილავთ დაშბორდში. სარეფერალო ბონუსია რეფერალის გამომუშავებულის 5%. ამით რა თქმა უნდა რეფერალს არაფერი არ აკლდება. ამ 5%-ს Publish0x იხდის საკუთარი ფინანსებიდან.

Happy Tipping!

Questions?


გამოიმუშავეთ PRE კრიპტო ვალუტა Presearch საძიებო სისტემით

გამოიმუშავეთ BAT კრიპტო ვალუტა Brave ბრაუზერით

გამოიმუშავეთ ბიტკოინი Cryptotab ბრაუზერით

გამოიმუშავეთ BTT კრიპტო ვალუტა ტორენტის საშუალებით

1INCH ეარდროფი – მარტივი Learn & Earn აქცია კოინმარკეტკაპისაგან

 

The post კრიპტოს გამომუშავება სტატიების კითხვით (ETH, FARM, AMPL) appeared first on Techademy.

]]>
https://techademy.ge/earn-crypto-for-reading/feed/ 0
გამოიმუშავეთ BitTorrent (BTT) კრიპტო ვალუტა ტორენტის საშუალებით https://techademy.ge/earn-btt-bittorrent-crypto/ https://techademy.ge/earn-btt-bittorrent-crypto/#respond Sat, 13 Feb 2021 18:14:01 +0000 https://techademy.ge/?p=1126 ყურადღება: ტორენტის გამოყენება ბევრ ქვეყანაში არალეგალურია და შესაძლებელია სერიოზული ფინანსური ჯარიმები მოყვეს. მაგ: გერმანია: 1000+ ევრო ჯარიმა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად საქართველოში ტორენტის გამოყენება არაა პრობლემა. მაგრამ მე არ ვარ პასუხისმეგებელი არანაირ ზარალზე რაც თქვენ შეიძლება პოტენციურად მიიღოთ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იყენებთ ტორენტს. DYOR – ჩაატარე საკუთარი კვლვევა!   BitTorrent საშუალებას გვაძლევს ტორენტ […]

The post გამოიმუშავეთ BitTorrent (BTT) კრიპტო ვალუტა ტორენტის საშუალებით appeared first on Techademy.

]]>

ყურადღება:

ტორენტის გამოყენება ბევრ ქვეყანაში არალეგალურია და შესაძლებელია სერიოზული ფინანსური ჯარიმები მოყვეს. მაგ: გერმანია: 1000+ ევრო ჯარიმა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად საქართველოში ტორენტის გამოყენება არაა პრობლემა. მაგრამ მე არ ვარ პასუხისმეგებელი არანაირ ზარალზე რაც თქვენ შეიძლება პოტენციურად მიიღოთ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იყენებთ ტორენტს. DYOR – ჩაატარე საკუთარი კვლვევა!

 

BitTorrent საშუალებას გვაძლევს ტორენტ ფაილების გადმოწერისა და “სიდირების” (Seeding) საშუალებით კრიპტო ვალუტა BTT გამოვიმუშავოთ.

რა არის ბიტტორენტი (BitTorrent)?

ბიტტორენტი არის მსოფლიოს ლიდერ peer-2-peer (P2P), დეცენტრალიზებული (decentralized), ფაილების გაცვლის პროტოკოლი – ე.წ. “ტორენტი”.

რა არის BTT?

BTT არის ბიტტორენტ ეკოსისტემის კრიპტოგრაფიული ვალუტა, მისი საშუალებით შეუძლია მომხმარებელს ნებისმიერი ტორენტ ფაილის გაცილებით სწრაფად გადმოწერა. ანუ ფაქტიურად BTT-ის საშუალებით შესაძლებელია გადმოწერის სისწრაფვის ყიდვა. შესაბამისად შესაძლებელია ფაილის სიდერისათვის BTT-ის გამომუშავება.

BTT არის ტრონის ბლოკჩეინზე დაფუძვნებული TRC-10 ტიპის ტოკენი.

BTT-ის ფასი (ეს არის კოინგეკოს ვიჯეტი და არა სურათი, ანუ ფასი ყოველთვის აქტუალურია)


BTT კოინის ვაჭრობა შემდეგ ბირჟებზეა შესაძლებელი:

https://www.huobi.com/en-us/

https://www.binance.com/en

https://hitbtc.com/

როგორ გამოვიმუშავოთ BTT?

პირველ რიგშია საჭიროა გვქონდეს ტორენტის კლიენტი, ამ შემთხვევაში ბიტტორენტი. ეს არის ძალიან პატარა და მსუბუქი პროგრამა, მისი გადმოწერა ინსტალაცია უმარტივესია. გადმოსაწერი ბმული: https://www.bittorrent.com/downloads/windows/

არსებობს როგორც ვებ ასევე დესკტოპის აპლიკაცია, აირჩიეთ რომელიც გსურთ. ამ ტუტორიალში მე დესკტოპის ვერსიას გამოვიყენებ.

აპლიკაციის ინსტალაციის დროს სეთინგები შეგიძლიათ დატოვოთ როგორც არის. ოპერას და ავასტის დაინსტალირებას შემოგთვაზებთ და მასზე შეგიძლიათ უარი თქვათ თუ არ გსურთ.

ინსტალაციის შემდეგ მარცხენა ზედა კუთხეში დააჭირეთ “Speed – Download Torrent Faster!”

 

რაც ავტომატურად გაგიხსნით ბრაუზერში ახლა ფანჯარას. ეს იქნება თქვენი BitTorrent Speed-ის დაშბორდი.

პირველად გახსნის დროს, ბიტტორენტი ჩაგიტარებთ აპლიკაციის პატარა ტუტორიალს და მიმოხილვას. ეს პროცესი უმარტივესია, უბრალოდ “Continue” / “Next” ღილაკების დაჭერით მიჰყევით ინსტრუქციას, რის შემდეგაც ასევე რამდენიმე BTT ტოკენს მიიღებთ საჩუქრად.

როდესაც უკვე დაშბორდს გაგიხსნით, მიიღებთ შეტყობინებას, რომ პირველად გამოყენებისათვის აუცილებელია გქონდეთ აქტიური ტორენტი გადმოწერის პროცესში, წინაარმდეგ შემთხვევაში ვერ დაიწყებთ საფულის შემქნისა და გამომუშავების პროცესს. ანუ მოძებნეთ და დაიწყეთ ნებისმიერი ტორენტ ფაილის გადმოწერა (ქვემოთ არის ნახსენები რამდენიმე ტორენტის მაგალითი, თუ არ გაქვთ თქვენ არანაირი ტორენტის წყარო).

მას შემდეგ რაც ბიტტორენტის აპლიკაციით ტორენტის გადმოწერას დაიწყებთ, დაუბრუნდით ბრაუზერში გახსნილ დაშბორდის ფანჯარას და გააგრძელეთ პროცესი “Next” ღილაკზე დაჭერით. ამითი გაგრძელდება ეს პატარა ტუტორიალი და შემდეგ აღმოჩნდებით საფულის გაკეთების ეტაპზე.

დააჭირეთ “Create” ღილაკს.

აირჩიეთ საფულის პასვორდი.

შემდეგ მიიღებთ “Wallet Recovery Phrase”-ს. ეს არის 12 რანდომიზერებული სიტყვა, რომელიც უზომოდ მნიშვნელოვანია, რომ შეინახოთ უსაფრთხო ადგილას. იდეალურ შემთხვევაში ოფლაინ ფორმატში და რამდენიმე ეგზემპლარად. სიტყვების თანმიმდევრობას აქვს მნიშვნელობა, ანუ დანომრეთ სიტყვები ისე როგორც არის მოცემული. ვისაც აქვს ეს Recovery Phrase იგი ფლობს საფულეს! ასევე, თუ წაგეშალათ პროგრამა, ან გაგიფუჭდათ კომპიუტერი, მარტო პასვორდის საშუალებით ვერ შეძლებთ ახალ კომპიუტერზე საფულეში შესვლას, აუცილებელი იქნება ამ 12 სიტყვის ცოდნა. ამიტომ ძალიან დაცულად და კარგად შეინახეთ.

რადგან ეს სიტყვები მე საჯაროდ დავპოსტე, ამ საფულეს გადავაგდებ რა თქმა უნდა 🙂

ამის შემდეგ დასრულდება ტუტორიალი საფულის პატარა მიმოხილვით და მიიღებთ რამდენიმე BTT-ს საჩუქრად.

ბოლო და ძალიან მნიშნველოვანი დეტალი.

დაშბორდის მარჯვენა ზედა კუთხეში გახსენით სეთინგების ფანჯარა და გამორთეთ “Increase Speed with BTT” ფუნქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი თქვენი გამომუშავებული BTT გადმოწერის ასწრაფებაში დაიხარჯება. ანუ ეს მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ რაღაც მიზეზის გამო ფაილის ძალიან სწრაფად გადმოწერა გჭირდებათ. იგივე პრინციპით გამოვიმუშავებთ ჩვენც ბტტ-ს. ანუ როდესაც ვინმე ან ფუნქციას იყენებს იმ ფაილებზე რომლებსაც ჩვენ “ვასიდირებთ”.

ამის შემდეგ კი, რაც მეტ მოთხოვნად, ახალ და პოპულალურ ფაილს გადმოწერთ და სიდირებას გაუკეთებთ, რაც მეტი რაოდენიბს ფაილების ატვირთავთ, მით უფრო დიდი რაოდენობის BTT-ს გამომუშავებს შანსი გექნებათ.

საიდან გადმოვიწეროთ მაღალ მოთხოვნადი ტორენტ ფაილები?

ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა. ბაზარი მეთვითონ გამოსაკვლევი მაქვს. სულ მეორე დღეა რაც დავიწყებ ამ სერვისის გამოყენება, შესაბამისად ჩემი ბაზა პატარაა, მაგრამ რაც მაქვს გაგიზიარებთ.

https://www.torlock.com/

https://rutracker.org/forum/index.php

https://torrentz2eu.org/

https://www1.thepiratebay3.to/

https://1337x.to/home/

 

რა რაოდენობის BTT-ს გამომუშავებაა შესაძლებელი?

ეს არის ძალიან არასტაბილური პროცესი და ძალიან ინდივიდუალური. უამრავი დეტალი ახდენს პოტენციურ შემოსავალზე გავლენას.

მაგალითად:

  • დღის მონაკვეთი
  • ტორენტის წყარო
  • ტრენდული ტორენტ(ებ)ის შერჩევა
  • იღბალი
  • ახალი თამაში/შოუ-ს სეზონი
  • და ა.შ.

ამიტომ მე ვერ გეტყვით, თუ თქვენ დაახლოებით რამდენს გამოიმუშავებთ. მე მხოლოდ შემიძლია ჩემი შედეგები გაგიზიაროთ. დანარჩენი თქვენ უნდა დატესტოთ, ნახოთ გიღირთ თუ არა და შეაფასოთ თუ რა პოტენციალი აქვს ამ საქმეს.

ჩემი შედეგები: გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მეთვითონ ამ სერვისის გამოყენება მხოლოდ 2 დღის წინ დავიწყე, შესაბამისად არ მაქვს დიდი გამოცდილება, ბევრი რამე სასწავლი მაქვს და ეს არის მხოლოდ დასაწყისი შედეგები 🙂 ჩემი აზრით პოტენციალი გაცილებით დიდია! მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ თვითონ BTT ტოკენის ფასმა გაცილებით შეიძლება აიწიოს დოლართან მიმართებაში.

ეს არის რეალურად დღენახევრის შედეგი. მხოლოდ დღის განმავლობაში მაქვს ჩართული ~8 საათი დღეში.

1058 BTT ≈ 1.28$ (2021 წლის 13 თებერვალს).

The post გამოიმუშავეთ BitTorrent (BTT) კრიპტო ვალუტა ტორენტის საშუალებით appeared first on Techademy.

]]>
https://techademy.ge/earn-btt-bittorrent-crypto/feed/ 0
Learn & Earn: მიიღეთ სამი 1INCH კრიპტო ტოკენი საჩუქრად https://techademy.ge/1inch-airdrop/ https://techademy.ge/1inch-airdrop/#respond Tue, 09 Feb 2021 09:57:11 +0000 https://techademy.ge/?p=1105 კიდევ ერთი Learn & Earn Coinmarketcap-ზე. 1Inch Airdrop პრიზი: 3 1Inch ტოკენი ამჟამინდელი ფასი: ~15$ 1) შედით https://coinmarketcap.com/ -ზე და დარეგისტრირდით თუ უკვე არ გაქვთ ანგარიში. საჭიროა მხოლოდ იმეილი 2) შედით და დარეგისტრირდით ბაინანსზე (ამ ლინკით დაზოგავთ მომავალში საკომისიოს 10%-ს) თუ უკვე არ ხართ დარეგისტრირებული. უნდა გქონდეს KYC (Know Your Customer) ვერიფიკაცია გავლილი. 3) შედით 1ინჩის […]

The post Learn & Earn: მიიღეთ სამი 1INCH კრიპტო ტოკენი საჩუქრად appeared first on Techademy.

]]>
კიდევ ერთი Learn & Earn Coinmarketcap-ზე.

1Inch Airdrop
პრიზი: 3 1Inch ტოკენი
ამჟამინდელი ფასი: ~15$

1) შედით https://coinmarketcap.com/ -ზე და დარეგისტრირდით თუ უკვე არ გაქვთ ანგარიში. საჭიროა მხოლოდ იმეილი
2) შედით და დარეგისტრირდით ბაინანსზე (ამ ლინკით დაზოგავთ მომავალში საკომისიოს 10%-ს) თუ უკვე არ ხართ დარეგისტრირებული. უნდა გქონდეს KYC (Know Your Customer) ვერიფიკაცია გავლილი.
3) შედით 1ინჩის ეარდროფზე https://coinmarketcap.com/earn/project/1inch და დააჭირეთ Get Started – აქ არის სამი პატარა საგანმანათლებლო ვიდეო 1ინჩის შესახებ (ჯამში 5 წუთი). ამის ყურების შემდეგ, მიყევით Take Quiz-ს. მოგთხოვთ ბაინანსის ID ნომერს (8 ციფრიანი), იხილავთ თქვენი ბაინანსის პროფილში.
4) შემდეგ დაგისვამთ რამდენიმე კითხვას 1ინჩის შესახებ. ესენია კითხვები და პასუხები:
Question: What is the total supply of 1INCH tokens?
Answer: 1,500,000,000
2. Question: What is the name ‘1inch’ inspired by?
Answer: Oriental martial arts
3. Question: A prototype of the 1inch DEX aggregator was created in just 18 hours during:
Answer: ETHGlobal hackathon in New York
4. Question: Sergei Kunz, 1inch co-founder and CEO, used to be responsible for software development at:
Answer: Porsche
5. Question: Currently, 1inch supports most of the well-known protocols, precisely:
Answer: 42
6. Question: Which of these characters invited 1inch to the “Three Comma Club” for hitting 1,000,000,000 USD in volumes for the first time:
Answer: Russ Hanneman
7. Question: Recently, 1inch unveiled a major upgrade of its functi0nality that was based on an improved algorithm named:
Answer: Pathfinder
8. Question: A unicorn is 1inch’s totem animal, and the first mention of those mythical creatures dates back to:
Answer: Ancient Greece

ყველა კითხვას სწორად უნდა გასცეთ პასუხი.
24 თებერვალს ჩაირიცხება ტოკენი ბაინანსზე.

სარეფერალო სისტემა: არ გააჩნია

წარმატებები!

The post Learn & Earn: მიიღეთ სამი 1INCH კრიპტო ტოკენი საჩუქრად appeared first on Techademy.

]]>
https://techademy.ge/1inch-airdrop/feed/ 0
ტესლა: “უახლოეს მომავალში ბიტკოინს გადახდის მეთოდად მივიღებთ” – ბიტკოინის ფასი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს https://techademy.ge/%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90/ https://techademy.ge/%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90/#respond Mon, 08 Feb 2021 16:56:31 +0000 https://techademy.ge/?p=1077 ტესლამ $1.5 მილიარდის ღირებულის ბიტკოინი იყიდა, რამაც ბიტკოინის ფასი ისტორიულ რეკორდულ მაჩვენებელზე (ATH) აიყვანა. ამასთანავე, ტესლა გეგმავს მომავალში ბიტკოინი, როგორც ერთ-ერთი გადახდის მედიუმად მიიღოს. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში, მივიღოთ ბიტკონი გადახდის მეთოდად. დასაწყისისათვის შეზღუდული რაოდენობითა და შესაბამისი ლეგალური ნებართვით. განაცხადად ელონ მასკის ტესლამ ოფიციალურად. მას შემდეგ, რაც ტესლას ბიტკოინში ინვესტიცია საჯარო გახდა, ბიტკოინის ფასმა ~20%-იანი […]

The post ტესლა: “უახლოეს მომავალში ბიტკოინს გადახდის მეთოდად მივიღებთ” – ბიტკოინის ფასი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს appeared first on Techademy.

]]>
ტესლამ $1.5 მილიარდის ღირებულის ბიტკოინი იყიდა, რამაც ბიტკოინის ფასი ისტორიულ რეკორდულ მაჩვენებელზე (ATH) აიყვანა. ამასთანავე, ტესლა გეგმავს მომავალში ბიტკოინი, როგორც ერთ-ერთი გადახდის მედიუმად მიიღოს.

ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში, მივიღოთ ბიტკონი გადახდის მეთოდად. დასაწყისისათვის შეზღუდული რაოდენობითა და შესაბამისი ლეგალური ნებართვით.

განაცხადად ელონ მასკის ტესლამ ოფიციალურად.

მას შემდეგ, რაც ტესლას ბიტკოინში ინვესტიცია საჯარო გახდა, ბიტკოინის ფასმა ~20%-იანი ზრდა განიცადა. ბევრისათვის მოსალოდნელად, მას უმეტესობა ალტ. კოინებიც მიყვნენ. თუ თქვენ რაიმე სახის კრიპტო პორტფოლიო გაქვთ, დიდი შანსია თქვენი დაშბორდი ამჟამად “გადამწვანებულია” :).

 

წყარო: Bloomberg

The post ტესლა: “უახლოეს მომავალში ბიტკოინს გადახდის მეთოდად მივიღებთ” – ბიტკოინის ფასი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს appeared first on Techademy.

]]>
https://techademy.ge/%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90/feed/ 0
სტელარის ნეთვორქმა USDC-ის მხარდაჭერა დაამატა https://techademy.ge/%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%95%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%98-usdc/ https://techademy.ge/%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%95%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%98-usdc/#respond Thu, 04 Feb 2021 21:37:33 +0000 http://techademy.ge/?p=1041 ჩემი აზრით სტაბილური კრიპტო ვალუტები (Stable coins), როგორიცაა მაგალითად USDC ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ კრიპტოს ადაპტაციაში. ამიტომ ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომე სტელარმა USDC-ის მხარდაჭერა საკუთარ ნეთვორკზე დაამატა. რას ნიშნავს ეს? USDC ორიგინალურად არის ეთერიუმის ნეთვორქზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტრანზაქციისათვის საჭიროა ეთერიუმის გაზის გადახდა, რაც ზოგადად ძალიან მაღალია და ბოლო დროს კატასტროფული! საშუალო […]

The post სტელარის ნეთვორქმა USDC-ის მხარდაჭერა დაამატა appeared first on Techademy.

]]>
ჩემი აზრით სტაბილური კრიპტო ვალუტები (Stable coins), როგორიცაა მაგალითად USDC ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ კრიპტოს ადაპტაციაში. ამიტომ ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომე სტელარმა USDC-ის მხარდაჭერა საკუთარ ნეთვორკზე დაამატა.

რას ნიშნავს ეს?

USDC ორიგინალურად არის ეთერიუმის ნეთვორქზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტრანზაქციისათვის საჭიროა ეთერიუმის გაზის გადახდა, რაც ზოგადად ძალიან მაღალია და ბოლო დროს კატასტროფული! საშუალო ეთერიუმის ტრანზაქციის ფასი ამჟამად არის $10.71 USD -ის ექვივალენტი ETH ვალუტაში, რაც კრიპტოს ადატპაციას ნამდვილად არ უწყობს ხელს 🙂

სტელარის ნეთვორქი კი არის ეთერიუმზე სწრაფი და ფაქტიურად უფასო – $0.000004.

რაღა თქმა უნდა ეს შესანიშნავ ნიუსად მეჩვენება და იმედია უფრო მეტ ადამიანს მისცემს USDC-ის გამოყენების სურვილს 🙂

USDC Stellar-ის ყიდვა მაგალითად Stellarterm-ის კრიტპო გადაცვლის პლატფორმაზეა შესაძლებელი.

The post სტელარის ნეთვორქმა USDC-ის მხარდაჭერა დაამატა appeared first on Techademy.

]]>
https://techademy.ge/%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%95%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%98-usdc/feed/ 0
გამოიმუშავეთ BAT კრიპტო ვალუტა Brave ბრაუზერის მეშვეობით https://techademy.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%97-bat-brave-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98/ https://techademy.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%97-bat-brave-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98/#respond Sat, 30 Jan 2021 18:31:53 +0000 http://techademy.ge/?p=834   Brave ბრაუზერი რამდენიმე მიზეზის გამო ჩემი საყვარელია ბრაუზერია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი საშუალებით შეგვიძლია BAT (Basic Attention Token) კრიპტო ვალუტის პასიურად გამომუშავება. რა არის BAT? BAT (Basic Attention Token) არის ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძვნებული ERC-20 ტოკენი, რომელზეც არის Brave ბრაუზერის დიგიტალური მარკეტინგი აგებული. 1 BAT ამ სტატიის დაწერის დროს (24.01.2020) ღირს $0.31. დამატებითი ინფორმაციისათვის […]

The post გამოიმუშავეთ BAT კრიპტო ვალუტა Brave ბრაუზერის მეშვეობით appeared first on Techademy.

]]>
 

Brave ბრაუზერი რამდენიმე მიზეზის გამო ჩემი საყვარელია ბრაუზერია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი საშუალებით შეგვიძლია BAT (Basic Attention Token) კრიპტო ვალუტის პასიურად გამომუშავება.

რა არის BAT?

BAT (Basic Attention Token) არის ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძვნებული ERC-20 ტოკენი, რომელზეც არის Brave ბრაუზერის დიგიტალური მარკეტინგი აგებული. 1 BAT ამ სტატიის დაწერის დროს (24.01.2020) ღირს $0.31. დამატებითი ინფორმაციისათვის BAT-ის შესახებ, ეწვიეთ მის Coingecko გვერდს.

როგორ გამოვიმუშავოთ BAT კრიპტო ვალუტა Brave ბრაუზერის მეშვეობით? პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Brave არის ქრომიუმზე დაფუძვნებული ბრაუზერი და აქედან გამომდინარე აქვს ყველა Google Chrome-ის ფუნქცია, მაგ Chrome Store-ის ყველა პროდუქტის დაინსტალირება და გამოყენება შეგვიძლია Brave-ის ბრაუზერშიც. ასევე ის იცავს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას, გვიცავს თრაქერებისა და არასასურველი რეკლამებისაგან. რაც ასევე ზოგავს მობილურ ინტერნეტს და ასწრაფებს ბრაუზინგს. ასევე Brave-ს მოყვება Private Window with Tor, ანუ მასში არის ტორის ტექნოლოგია ჩაშენებული, რითაც კიდევ უფრო დაცულად შეგვიძლია ბრაუზინგი საჭიროების შემთხვევაში.

brave browser features

 

BAT-ის გამომუშავება კი შემდეგნაირად შეგიძლიათ:

ყველა ნაბიჯი (გარდა გადმოწერისა და ინსტალაციისა) არის ასევე სურათის მეშვეობით ნაჩვებები ტექსტის ქვემოთ, დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ იუთუბის ვიდეო.

Brave ბრაუზერს აქვს როგორც დესკტოპის, ასევე Android-ისა და iOS-ის აპლიკაციები, ქვემოთ განხილულია დესკტოპის ვერსია, მაგრამ მობილურის ვერსიებზე ყველაფერი მსგავსად მუშაობს.

  1. გადმოწერეთ Brave ბრაუზერი ოფიციალური საიტიდან (windows, linux, macos) და დააინსტალირეთ: https://brave.com/download/
  2. გახსენით ბრაუზერი და დააკლიკეთ ზედა მარჯვენა კუთხეში წითელ სამკუთხედს (BAT-ის ლოგო), შემდეგ დააკლიკეთ “Rewards Settings” და ჩართეთ “Ads” ფუნქცია.
  3. “Ads” ფუნქციის გვერდით დააკლიკეთ “Ads Settings” ღილაკს და “Maximum number of ads displayed” აირჩიეთ “5 ads per hour” მაქსიმალური შემოსავლისათვის. ასევე გათიშეთ “Auto-Contribute” ფუნქცია იგივე გვერდზე.

ამ ნაბიჯების გავლის შემდეგ, ხანდახან მოგივათ რეკლამა Brave-ისგან შემდეგი სახით (ეს არის დესკტოპის ვერსიის მაგალითი, მობილურის ვერსიაზე მოგივათ ჩვეულებრივი შეტყობინების სახით):

brave-desktop-ad-example

არ არის აუცილებელი, რომ დავაჭიროთ რეკლამას, შეგვიძლია ეს უბრალოდ დავხუროთ (“Close”) და ეს მაინც გამოიმუშავებს BAT-ს ჩვენთვის. თუ რეკლამამ დაგაინტერესათ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ უბრალოდ მას დააჭიროთ და გაიხსნება რეკლამა ბრაუზერში. ძირითადად იხილავთ კრიპტო და ტექ სფეროზე ორიენტირებულ და ზოგჯერ ძალიან საინტერესო რეკლამებსა და შემოთავაზებებს, მე მაგალითად ხშირად მომდის რეკლამები შემდეგი კომპანიებისაგან: Etoro, ProtonVPN, ProtonMail, Crypto.Com, Brave/BAT და ა.შ.

სად გვერიცხება BAT?

ყოველი რეკლამიდან გამომუშავებული BAT დაგერიცხებათ Brave-ში ჩაშენებულ კრიპტო საფულეში, რომლის ნახვაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ბრაუზერში ახალი ფანჯრის გახსნის მეშვეობით:

brave bat balance example

BAT-ის საკუთარ საფულეზე გამოსატანად აუცილებელია შევქმნათ Uphold კრიპტო ვალუტის ანგარიში. სამწუხაროდ Brave სხვა საფულეზე არ იხდის, მხოლოდ Uphold-ზე. მაგრამ ეს არ არის პრობლემა, რადგან Uphold ისედაც კარგი კრიპტო საფულეა. ანგარიშის გასახსნელად ეწვიეთ Uphold-ის სარეგისტრაციო გვერდს: https://wallet.uphold.com/signup დარეგისტრირდეთ და გაიაროთ ვერიფიკაცია. (საჭიროა პირადობის დამადასტურებელი საბუთი და სელფი). Uphold-ს აქვს როგორც Android-ის ასევე iOS-ის აპლიკაცია.

Uphold-ის ანგარიშის გახსნისადა და ვერიფიკაციის შემდეგ უნდა დაუკავშიროთ ეს ანგარიში თქვენ Brave ბრაუზერს. ეს ხდება შემდეგნაირად, Brave-ში გახსენით ახალი ფანჯარა და დააკლიკეთ BAT-ის ლოგოს, ზედა მარჯვენა კუთხეში (როგორც ზემოთ ნაბიჯი 2), შემდეგ დააჭირეთ “Verify Wallet” ღილაკს.

ეს გახსნის ახლა პატარა ფანჯარას, რომელიც გეტყვით, რომ Uphold-ის ანგარიშის გახსნსა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ მინიმუმ 25 BAT გაქვთ უკვე გამომუშავებული, ან თუ უკვე გაქვთ ვერიფიცრებული Uphold-ის ანგარიში, შეგიძლიათ პირდაპირ შეხვიდეთ, თუ თქვენ უკვე გაიარეთ ზემოთხსენებული ნაბიჯი და შექმენით Uphold-ის ანგარიში, თავისი ვერიფიცაკიით, შეგიძლიათ დააჭიროთ “Login” ღილაკს (თუ არადა შეგიძლიათ მოიცადოთ სანამ 25 BAT-ზე ახვალთ და შემდეგ შექმნათ ანგარიში პირდაპირ Brave-იდან).

Uphold ანგარიშის მონაცემების შეყვანის შემდეგ უკვე დაუკავშირდება მას Brave ბრაუზერი და გამომუშავებული BAT ყოველთვიურად Uphold-ის ანგარიშზე დაგერიცხებათ. აქედან უკვე BAT-ის უტილიზაციის ბევრი გზა არსებობს:

მაგალითები:

  1. შეინახეთ BAT მომავლისათვის (HOLD)
  2. მიაბით Uphold-ს ბანკის ანგარიში და “გაანაღდეთ” BAT.
  3. შეგიძლიათ გადაცვალოთ BAT სხვადასხვა სასაჩუქრო ბარათებში. ამისათვის საჭიროა ეწვიოთ “Integrations” განყოფილებას თქვენს Uphold-ის ანგარიშზე და დაუკავშირდეთ “TAP Reward” სერვისს, ასევე “Integrations” განყოფილებაში ნახავთ ბევრ სხვადასხვა სერვისს რაც იძლევა BAT-ის უტილიზაციის საშუალებას.
  4. გამოიყენეთ BAT საყვარელი სერვისებისა და ინტერნეტ შემოქმედების დონაციისათვის, დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვით BAT-ის ვებ გვერდს.

იხილეთ ჩემი Uphold-ის ანგარიში, რომ დარწმუნდეთ ეს ნამდვილად იხდის 🙂

გთხოვთ გაითვალისწინეთ

Brave ბრაუზერს არ აქვს ელექტრონული ფოსტის ანგარიშზე სინქრონიზაციის ფუნქცია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ შემთხვევით წაშალეთ Brave, ან გაგიფუჭდათ კომპიუტერი თქვენი Bookmark-ები და ასევე მიმდინარე თვის გამომუშავებული BAT დაგეკარგებათ (ეს არ რა თქმა უნდ არ ეხება უკვე Uphold-ის საფულეზე დარიცხულ BAT-ს, ეს ეხება მხოლოდ მიმდინარე თვის, ჯერ არ ჩარიცხულ BAT-ს).

გისურვებთ წარმატებებს BAT-ის გამომუშავებაში!

 

ყურადღება:
ამ საიტზე გამოქვეყნებული ყველა მასალა არის ყველა ადამიანისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი და მის განვითარებაში უამრავი დრო და ენერგია მაქვს ჩადებული. გთხოვთ ეცით ამას პატივი და გაითვალისწინეთ, რომ ამ საიტზე განთავსებული ყველა მასალა ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე! ითხოვეთ ნებართვა თუ რაიმე მასალის გამოყენება გსურთ! წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევი პირი მიეცემა პასუხისმგებლობაში და დაზარალდება მატერიალურად.

The post გამოიმუშავეთ BAT კრიპტო ვალუტა Brave ბრაუზერის მეშვეობით appeared first on Techademy.

]]>
https://techademy.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%97-bat-brave-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98/feed/ 0
გამოიმუშავეთ PRE კრიპტო ვალუტა Presearch ბრაუზერისა და საძიებო სისტემის საშუალებით https://techademy.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%97-pre-%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%a2%e1%83%9d/ https://techademy.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%97-pre-%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%a2%e1%83%9d/#respond Sat, 30 Jan 2021 18:24:25 +0000 http://techademy.ge/?p=930 Presearch უფრო საძიებო სისტემაა, ვიდრე ბრაუზერი, მაგრამ იგი მობილურის ვერსიაზე ბრაუზერად მუშაობს და ამიტომ შედის ეს ორივე კატეგორიაში. Presearch-ის მეშვეობით PRE-ს გამომუშავება უმარტივესი და 100%-ით პასიურია. რა არის PRE? PRE არის ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძვნებული ERC-20 ტოკენი, რომელიც Presearch-ის ძრავია ფაქტიურად. იგი ამ სტატიის წერის დროს (26.01.2021) 0.03$ ღირს. დამატებითი ინფორმაციისა და აქტუალური ფასის სანახავად ეწვიეთ […]

The post გამოიმუშავეთ PRE კრიპტო ვალუტა Presearch ბრაუზერისა და საძიებო სისტემის საშუალებით appeared first on Techademy.

]]>

presearch

Presearch უფრო საძიებო სისტემაა, ვიდრე ბრაუზერი, მაგრამ იგი მობილურის ვერსიაზე ბრაუზერად მუშაობს და ამიტომ შედის ეს ორივე კატეგორიაში.

Presearch-ის მეშვეობით PRE-ს გამომუშავება უმარტივესი და 100%-ით პასიურია.

რა არის PRE?

PRE არის ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძვნებული ERC-20 ტოკენი, რომელიც Presearch-ის ძრავია ფაქტიურად. იგი ამ სტატიის წერის დროს (26.01.2021) 0.03$ ღირს. დამატებითი ინფორმაციისა და აქტუალური ფასის სანახავად ეწვიეთ PRE-ს გვერდს Coingecko-ზე.

როგორ გამოვიმუშავოთ PRE?

შედით Presearch-ის ოფიციალურ საიტზე და დარეგისტრირდით: ბმული. თუ გამოიყენებთ ჩემს მიერ მითითებულ ბმულს, საჩუქრად გადმოგეცემათ 25 PRE ტოკენი მომენტალურად რეგისტრაციის შემდეგ! (ამჟამად არის ეს 2$: 30.01.2021)

რეგისტრაციის შემდეგ აღმოჩნდებით Presearch-ის მთავარ გვერდზე, სადაც მარჯვენა ზედა კუთხეში მოგცემთ შეტყობინებას, რომ Presearch-ის დამატება ბრაუზერში შეგიძლიათ PRE-ს გამოსამუშავებლად. ბონუსი: დაამატეთ Presearch Brave ბრაუზერში და გამოიმუშავეთ BAT + PRE ბრაუზინგით!

ეს გადაგამისამართებთ Chrome-ის ვებ სტორის გვერდზე, საიდანაც დააინსტალირებთ Presearch-ს ბრაუზერში.

რის შემდეგაც Presearch დაემატება ბრაუზერში და გახდება მთავარი საძიებო სისტემა. საძიებო სისტემის თითოეულ გამოყენებაში იხდის Presearch 0.25 PRE ტოკენს. დღეში მაქსიმუმ 8 PRE ტოკენის გამომუშავება შეგიძლიათ (თვეში 11$ დღევანდელი კურსით). თუ არ გსურთ Presearch-ის ბრაუზერში დამატება, შეგიძლიათ PRE მაინც გამოიმუშავოთ, ამისათვის უნდა შეხვიდეთ presearch.org-ზე და იქ არსებული საძიებო სისტემა გამოიყენოთ, რომელიც ასევე დაგირიცხავთ 0.25 PRE-ს ყოველ გამოყენებაში. მაგრამ რა თქმა უნდა ბრაუზერში დაყენება უფრო მოსახერხებელია.

 

PRE-ს გამომუშავება მობილურითაც შეგიძლიათ (ამჟამად მხოლოდ Android-ზე)

მოძებლეთ Play Store-ში Presearch და დააინსტალირეთ, შედით თქვენს მიერ შექმნილ ექაუნთში და ეს იქნება ბრაუზერი, რომელშიც თითოეული ძებნისათვის ასევე 0.25 PRE დაგირიცხავთ ანგარიშზე.

 

მინიმალური გამოსატანი 1000 PRE ტოკენია, რომელიც მე სამწუხაროდ ჯერ არ მაქვს და შესაბამისად ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდედაც დამადასტურებელ სურათს ვერ წარმოვადგენ. მაგრამ Presearch-ს აქვს ძალიან კარგი სახელი და რეკომენდირებულია ადამიანებისაგან, რომელთაც მე ძალიან ვენდობი. PRE ტოკენის გატანა ნებისმიერ საფულეზეა შესაძლებელი, რომელსაც PRE-ს მხარდაჭერა აქვს, მაგალითად Metamask.

 

ყურადღება!
ამ საიტზე გამოქვეყნებული ყველა მასალა არის ყველა ადამიანისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი და მის განვითარებაში უამრავი დრო და ენერგია მაქვს ჩადებული. გთხოვთ ეცით ამას პატივი და გაითვალისწინეთ, რომ ამ საიტზე განთავსებული ყველა მასალა ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე! ითხოვეთ ნებართვა თუ რაიმე მასალის გამოყენება გსურთ! წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევი პირი მიეცემა პასუხისმგებლობაში და დაზარალდება მატერიალურად.

The post გამოიმუშავეთ PRE კრიპტო ვალუტა Presearch ბრაუზერისა და საძიებო სისტემის საშუალებით appeared first on Techademy.

]]>
https://techademy.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%97-pre-%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%a2%e1%83%9d/feed/ 0
გამოიმუშავეთ ბიტკოინი Cryptotab Browser-ის საშუალებით https://techademy.ge/cryptotab-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98/ https://techademy.ge/cryptotab-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98/#respond Sat, 30 Jan 2021 18:03:44 +0000 http://techademy.ge/?p=676  ამ სტატიაში ვისაუბრებთ თუ როგორ გამოვიმუშავოთ ბიკტოინი Cryptotab Browser-ის საშუალებით. განვიხილავთ გამომუშავევის გზებს, ასევე Cryptotab-ის დადებით და უარყოფით თვისებებს. პირველ რიგში საჭიროდ ვთვილი ავღნიშო, რომ  არის ე.წ Chromium ტიპის ბრაუზერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკურად იგივენაირად მუშაობს როგორც Google Chrome-ის ბრაუზერი. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ Chrome-ს ყავს ყველაზე მეტი მომხმარებელი და თუ გაითვალისწინებთ […]

The post გამოიმუშავეთ ბიტკოინი Cryptotab Browser-ის საშუალებით appeared first on Techademy.

]]>

ამ სტატიაში ვისაუბრებთ თუ როგორ გამოვიმუშავოთ ბიკტოინი Cryptotab Browser-ის საშუალებით. განვიხილავთ გამომუშავევის გზებს, ასევე Cryptotab-ის დადებით და უარყოფით თვისებებს.
პირველ რიგში საჭიროდ ვთვილი ავღნიშო, რომ  არის ე.წ Chromium ტიპის ბრაუზერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკურად იგივენაირად მუშაობს როგორც Google Chrome-ის ბრაუზერი. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ Chrome-ს ყავს ყველაზე მეტი მომხმარებელი და თუ გაითვალისწინებთ Cryptotab-ზე გადასვლას, ბევრი არაფერი შეიცვლება თქვენთვის, გარდა პატარა ვიჟუალისა, ჩემი აზრით უკეთესობისაკენ.

გადავიდეთ პირდაპირ მთავარ კითხვაზე.

როგორ გამოვიმუშავებთ ბიტკოინს Cryptotab-ის საშუალებით?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოწყობილობაზე ვიყენებთ Cryptotab-ს.

დასაინსტალირებლათ მიყევით შემდეგ ბმულს: გადმოწერეთ კრიპტოტაბი

  1. ლეპტოპი და პერსონალური კომპიუტერი: Cryptotab-ს მოყვება ასე ვთქვათ ბრაუზერში ჩაშენებული მაინერი. რაც იყენებს ჩვენი კომპიუტერის თავისუფლ CPU (პროცესორი)-ს რესურსებს კრიპტო ვალუტა Monero (XMR)-ის მაინინგისათვის, ხოლო ჩვენ, მომხმარებლებს კი ბიკტოინის ვალუტაში გვიხდის. დადებითი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ვაკონტროლოთ, თუ რა რაოდენობის CPU რესურსზე აქვს ამ მაინერს წვდომა, ან სულაც გამოვრთოთ. (სურათზე ნაჩვენები “სლაიდერის” მეშვეობით)
  2. ანდროიდის დივაისები (მობილური ან ტაბლეტი): ეს კიდევ უფრო კარგი ვარიანტია მომხმარებისათვის. ანდროიდზე მაინინგი არ არის ნებადართული, აქედან გამომდინარე Cryptotab მუშაობს შემდეგნაირად: ალგორითმი შეამოწმებს თუ რა სიმძლავრის პროცესორი აქვს ჩვენს მობილურს ან ტაბლეტს მაინინგისათვის (Hashrate) და შესაბამისი ჰაშრეითით დაიწყებს ე.წ. server dependent mining-ს, რაც ჩვენი დივაისის არანაირ რესურსს არ იყენებს, ანუ გვჩუქნის ამ ჰაშრეითს Cryptotab.

დამატებითი ბიტკოინის გამუმაშევა რეფერალების საშუალებით შეგვიძლია. კრიპტოტაბი გვთავაზობს 10 დონიან რეფერალების სისტემას.

შეფასება

როდესაც საქმე ფულის (ამ შემთხვევაში კრიპტო ვალუტის) გამომუშავებას ეხება: ბევრ ადამიანს უჩნდება შემდეგი კითხვა “ღირს ვითომ?” პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ კრიპტოტაბის ძალიან დიდი პლიუსია დაბალი მინიმალური გამოსატანი რაოდენობა, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ 1000 სატოში (0.00001 BTC) რომლის გატანაც ნებისმიერ ბიტკოინის საფულეზე შეგიძლიათ, მაგალითად Binance, Atomic Wallet და ა.შ..

ამას პასუხს ტექნიკური კუთხით შევეცდები გავცე და ასევე მოგახსენებთ პირად შეხედულებას.

რადგან მაინინგის პროცესი რადიკალურად განსხვავდება დესკტოპისა და ანდროიდის ვერსიას შორის შეფასებაც ორ ნაწილად დაიყოფა.

  1. დესკტოპის ვერსია: როგორც წესი CPU მაინინგი არ არის ისეთი მომგებიანი როგორც GPU. ასევე არავის არ ვურჩევ ყოველდგე საათობით კომპიუტერი მაქსიმუმ CPU დატვირთვაზე ამუშაოს, რა თქმა უნდა ეს მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს და ასევე “ცვითავს” პროცესორს. ანუ, თუ გსურთ, რომ ამუშაოთ დესკტოპის ვერსია, ძალიან ნუ გადატვირთავთ პროცესორს, ნებისმიერ შემთხვევაში გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს მთლიანია სტატია არის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციული სახის, იმ შემთხვევაში თუ რამე დაემართა თქვენს პროცესორს ან არ ხართ კმაყოფილი შედეგებით, არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებ მე. გააკეთეთ ყველაფერი საკუთარი რისკით.
  2. ანდროიდის ვერსია: ამ შეთხვევაში გადაწყვეტილების მიღება გაცილებით მარტივია, როგორც ავღნიშნე ანდროიდის მაინინგს არ სჭირდება არანაირი ზედმეტი რესურსი, გარდა იმისა რაც აპლიკაციას როგორც ბრაუზერს ესაჭირება (მაგ: როგორც Chrome-ს). შესაბამისად არაფერს აშავებს, რომ გამოვიყენოთ კრიპტოტაბი ბრაუზერად და მიუხედავად იმისა, რომ მობილურის ან ტაბლეტის ჰაშრეითი კომპიუტერისაზე ნაკლებია, უფასოა და სულ არაფერს სჯობს 🙂

დიახ, კრიპტოტაბი ნამდვილად იხდის და არ არის სქამი.

 

ყურადღება!
ამ საიტზე გამოქვეყნებული ყველა მასალა არის ყველა ადამიანისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი და მის განვითარებაში უამრავი დრო და ენერგია მაქვს ჩადებული. გთხოვთ ეცით ამას პატივი და გაითვალისწინეთ, რომ ამ საიტზე განთავსებული ყველა მასალა ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე! ითხოვეთ ნებართვა თუ რაიმე მასალის გამოყენება გსურთ! წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევი პირი მიეცემა პასუხისმგებლობაში და დაზარალდება მატერიალურად.

The post გამოიმუშავეთ ბიტკოინი Cryptotab Browser-ის საშუალებით appeared first on Techademy.

]]>
https://techademy.ge/cryptotab-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98/feed/ 0