გამოიმუშავეთ ბიტკოინი Cryptotab Browser-ის საშუალებით

ამ სტატიაში ვისაუბრებთ თუ როგორ გამოვიმუშავოთ ბიკტოინი Cryptotab Browser-ის საშუალებით. განვიხილავთ გამომუშავევის გზებს, ასევე Cryptotab-ის დადებით და უარყოფით თვისებებს.
პირველ რიგში საჭიროდ ვთვილი ავღნიშო, რომ  არის ე.წ Chromium ტიპის ბრაუზერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკურად იგივენაირად მუშაობს როგორც Google Chrome-ის ბრაუზერი. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ Chrome-ს ყავს ყველაზე მეტი მომხმარებელი და თუ გაითვალისწინებთ Cryptotab-ზე გადასვლას, ბევრი არაფერი შეიცვლება თქვენთვის, გარდა პატარა ვიჟუალისა, ჩემი აზრით უკეთესობისაკენ.

გადავიდეთ პირდაპირ მთავარ კითხვაზე.

როგორ გამოვიმუშავებთ ბიტკოინს Cryptotab-ის საშუალებით?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოწყობილობაზე ვიყენებთ Cryptotab-ს.

დასაინსტალირებლათ მიყევით შემდეგ ბმულს: გადმოწერეთ კრიპტოტაბი

  1. ლეპტოპი და პერსონალური კომპიუტერი: Cryptotab-ს მოყვება ასე ვთქვათ ბრაუზერში ჩაშენებული მაინერი. რაც იყენებს ჩვენი კომპიუტერის თავისუფლ CPU (პროცესორი)-ს რესურსებს კრიპტო ვალუტა Monero (XMR)-ის მაინინგისათვის, ხოლო ჩვენ, მომხმარებლებს კი ბიკტოინის ვალუტაში გვიხდის. დადებითი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ვაკონტროლოთ, თუ რა რაოდენობის CPU რესურსზე აქვს ამ მაინერს წვდომა, ან სულაც გამოვრთოთ. (სურათზე ნაჩვენები “სლაიდერის” მეშვეობით)
  2. ანდროიდის დივაისები (მობილური ან ტაბლეტი): ეს კიდევ უფრო კარგი ვარიანტია მომხმარებისათვის. ანდროიდზე მაინინგი არ არის ნებადართული, აქედან გამომდინარე Cryptotab მუშაობს შემდეგნაირად: ალგორითმი შეამოწმებს თუ რა სიმძლავრის პროცესორი აქვს ჩვენს მობილურს ან ტაბლეტს მაინინგისათვის (Hashrate) და შესაბამისი ჰაშრეითით დაიწყებს ე.წ. server dependent mining-ს, რაც ჩვენი დივაისის არანაირ რესურსს არ იყენებს, ანუ გვჩუქნის ამ ჰაშრეითს Cryptotab.

დამატებითი ბიტკოინის გამუმაშევა რეფერალების საშუალებით შეგვიძლია. კრიპტოტაბი გვთავაზობს 10 დონიან რეფერალების სისტემას.

შეფასება

როდესაც საქმე ფულის (ამ შემთხვევაში კრიპტო ვალუტის) გამომუშავებას ეხება: ბევრ ადამიანს უჩნდება შემდეგი კითხვა “ღირს ვითომ?” პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ კრიპტოტაბის ძალიან დიდი პლიუსია დაბალი მინიმალური გამოსატანი რაოდენობა, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ 1000 სატოში (0.00001 BTC) რომლის გატანაც ნებისმიერ ბიტკოინის საფულეზე შეგიძლიათ, მაგალითად Binance, Atomic Wallet და ა.შ..

ამას პასუხს ტექნიკური კუთხით შევეცდები გავცე და ასევე მოგახსენებთ პირად შეხედულებას.

რადგან მაინინგის პროცესი რადიკალურად განსხვავდება დესკტოპისა და ანდროიდის ვერსიას შორის შეფასებაც ორ ნაწილად დაიყოფა.

  1. დესკტოპის ვერსია: როგორც წესი CPU მაინინგი არ არის ისეთი მომგებიანი როგორც GPU. ასევე არავის არ ვურჩევ ყოველდგე საათობით კომპიუტერი მაქსიმუმ CPU დატვირთვაზე ამუშაოს, რა თქმა უნდა ეს მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს და ასევე “ცვითავს” პროცესორს. ანუ, თუ გსურთ, რომ ამუშაოთ დესკტოპის ვერსია, ძალიან ნუ გადატვირთავთ პროცესორს, ნებისმიერ შემთხვევაში გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს მთლიანია სტატია არის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციული სახის, იმ შემთხვევაში თუ რამე დაემართა თქვენს პროცესორს ან არ ხართ კმაყოფილი შედეგებით, არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებ მე. გააკეთეთ ყველაფერი საკუთარი რისკით.
  2. ანდროიდის ვერსია: ამ შეთხვევაში გადაწყვეტილების მიღება გაცილებით მარტივია, როგორც ავღნიშნე ანდროიდის მაინინგს არ სჭირდება არანაირი ზედმეტი რესურსი, გარდა იმისა რაც აპლიკაციას როგორც ბრაუზერს ესაჭირება (მაგ: როგორც Chrome-ს). შესაბამისად არაფერს აშავებს, რომ გამოვიყენოთ კრიპტოტაბი ბრაუზერად და მიუხედავად იმისა, რომ მობილურის ან ტაბლეტის ჰაშრეითი კომპიუტერისაზე ნაკლებია, უფასოა და სულ არაფერს სჯობს 🙂

დიახ, კრიპტოტაბი ნამდვილად იხდის და არ არის სქამი.

 

ყურადღება!
ამ საიტზე გამოქვეყნებული ყველა მასალა არის ყველა ადამიანისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი და მის განვითარებაში უამრავი დრო და ენერგია მაქვს ჩადებული. გთხოვთ ეცით ამას პატივი და გაითვალისწინეთ, რომ ამ საიტზე განთავსებული ყველა მასალა ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე! ითხოვეთ ნებართვა თუ რაიმე მასალის გამოყენება გსურთ! წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევი პირი მიეცემა პასუხისმგებლობაში და დაზარალდება მატერიალურად.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *